in

სატურნის რგოლებმა გაქრობა დაიწყო

მართალია, მეცნიერებმა ჯერ კიდევ არ იციან, რატომ წარმოიქმნა სატურნის რგოლები, თუმცა არსებული თეორიის მიხედვით, ეს პლანეტის ძველ თანამგზავრთან მიახლოების შედეგი უნდა ყოფილიყო. დღეს კი ექსპერტები ამბობენ, რომ სატურნის რგოლებმა გაქრობა დაიწყო.

M2
M2

ის, რაც რეალურად ამ იდუმალი პლანეტის შესახებ ვიცით, რგოლის წვიმის პროცესია. აქ საუკუნეების განმავლობაში სატურნისა და მსგავსი პლანეტების მიერ რგოლების დაკარგვა იგულისხმება. ხოლო მაშინ, როცა ვფიქრობდით, რომ დედამიწაზე ეს რგოლები მუდმივად არსებობდა, NASA-ს კასინის მისიამ გააჩინა ვარაუდი, რომლის თანახმადაც, ის კოსმიურად ახალგაზრდაა და დაახლოებით, 10-დან 100 მილიონი წლის წინ გამოჩნდა, როცა ჩვენს პლანეტაზე დინოზავრები ჯერ კიდევ არსებობდნენ…

კარგ ამბად კი მხოლოდ ის შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ეს პროცესი საკმაოდ ნელა მიმდინარეობს და სატურნის რგოლების სრულად გაქრობას 300 მილიონი წელი დასჭირდება. თუმცა მეცნიერები ამას მაინც სამწუხარო ფაქტად მიიჩნევენ. 

ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ გაგვიმართლა და მათი ხილვა შევძელით, — ამბობს JAXA-ს მეცნიერი.

„ძველი მეხსიერების სურათები“ — ნატო სირბილაძის რეტროსპექტიული გამოფენა

Global Finance-მა საქართველოს ბანკი საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა