in

შექმნეს სათვალე, რომელიც უხმო კომუნიკაციის საშუალებას იძლევა

კორნელის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახალი ტექნოლოგია განავითარეს, რომელიც მათ სონარული სათვალით ე. წ. ჩუმი კომუნიკაციის საშუალებას აძლევს — აქ ბგერებს არავინ გამოთქვამს, ყველაფერი კი სათვალიდან ჟღერს.

იმ სიტყვების ამოსაცნობად, რომელსაც მისი მფლობელი წარმოთქვამს, EchoSpeech პატარა მიკროფონებსა და სპიკერებს იყენებს. სათვალე სპეციალურად დაამსგავსეს ჩვეულებრივს, იგი არც კამერის წინ განთავსებას მოითხოვს და არც ყურსასმენის ტარებას. შესაბამისად, ამ კატეგორიაში არსებულ სხვა ტექნოლოგიებზე მეტად მოსახერხებელია…

EchoSpeech-ის ტექნოლოგია დოქტორანტმა რუიდონგ ჟანგმა შეიმუშავა. იგი სონარებს იყენებს, რათა სათვალემ პირის მოძრაობები შეიგრძნოს. ამას კი ე. წ. სიღრმისეული სწავლების ალგორითმით აკეთებს, რომელსაც რეალურ დროში ექო პროფილების გასაანალიზებლად იყენებს. მსგავსად, სიტყვებს 95%-იანი სიზუსტითაც იცნობს!

მეტყველების შეზღუდვის მქონე ადამიანებში, რომლებიც ხმის სინთეზატორს იყენებენ, ამ ტექნოლოგიას განსაკუთრებული პერსპექტივა აქვს ან თუნდაც, კონცერტის დროს რაღაცის კარნახისთვის; რომ აღარაფერი ვთქვათ სხვა სიტუაციებზე… მეტიც, EchoSpeech ძალიან მგრძნობიარე კონფიდენციალობის საკითხებისადმი, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებლის ტელეფონში მონაცემებს არ ინახავს.

როგორ მუშაობს?

სისტემას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება, რათა მომხმარებლის მეტყველების სტილი შეისწავლოს, შემდგომ კი იგი მზადაა მუშაობისთვის — იღებს და აგზავნის ხმის ტალღებს მომხმარებლის სახეზე, შეიგრძნობს პირის მოძრაობებს ალგორითმის გამოყენებით. თანაც, სათვალეების ამჟამინდელი ვერსია 10 საათს ძლებს.

ვფიქრობთ, რომ EchoSpeech ადამიანის ყოველდღიური აქტივობების გასაანალიზებლად მნიშვნელოვანი პერსონალური გამოთვლითი პლატფორმა იქნება, — აცხადებენ მკვლევრები.

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ სათვალეებს უამრავი სიტყვისა და ფრაზის ამოცნობა შეუძლია, მისი კომერციალიზაცია ნამდვილად სწორი ნაბიჯი იქნება, რაზეც მუშაობა უკვე დაწყებულია…

ყავის ბრენდმა Fckoffee ახალი ვიზუალური იდენტობა წარადგინა

როგორ აქცია Rethink-მა დისტოპიური კოშმარი ციფრული ბანკის რეკლამად?