მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში პანდემიასთან დაკავშირებული პროტოკოლები ჯერ კიდევ აქტიურია. თუმცა ესეც რომ არა, ზამთარში ძალიან ხშირია ვირუსული დაავადებების გავრცელება და ბევრი ჩვენგანი მათგან თავის დაცვას პირბადით ცდილობს. უბრალოდ, ეს დიდი დისკომფორტია მათთვის, ვინც სათვალეს ატარებს — მარტივი ფორმულაც კი არსებობს: პირბადე+სათვალე=ნისლს
ახლა კი ციურიხის ფედერალური ტექნოლოგიების ინსტიტუტის მკვლევრებმა ამ საუკუნოვან პრობლემას სრულყოფილი გადაწყვეტა მოუძებნეს. მათ სპეციალური საფარველი შექმნეს, რომლის საშუალებითაც სიცივეში სათვალის ლინზები აღარ დაიორთქლება. უფრო კონკრეტულად, საუბარია ოქროს საფარველზე, რომელიც სითბოს მზის ენერგიის გამოყენებით წარმოქმნის.
ტექნოლოგიის შესამუშავებლად, მკვლევრებმა ტიტანის ოქსიდის ულტრათხელ ფირფიტებს შორის ოქროს მცირე ზომის კლასტერები მოათავსეს. ოქრო სითბოს კარგად ატარებს, ტიტანის ოქსიდის შრეები კი მეტალში შენარჩუნების უნარს აძლიერებს და შუშის თუ მისი მსგავსი ზედაპირების გასათბობად შესანიშნავი საშუალებაა.
როგორც მკვლევართა გუნდები განმარტავენ, იდეა მანქანის უკანა ფანჯრისთვის გამოყენებული პრინციპის მსგავსია. თუმცა ახალი საფარი არ საჭიროებს დამატებით ენერგიის წყაროს და პასიურად თბება.
სამომავლოდ მეცნიერები ტექნოლოგიის ადაპტირებას სხვადასხვა აპლიკაციისთვისაც ეცდებიან. მაგალითად, შუშის ან საქარე მინების გარდა, ეს ნისლის საწინააღმდეგო ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას გამჭვირვალე ობიექტებზე — მათ შორისა ფანჯრები, სარკეები ან თუნდაც ოპტიკური სენსორები.












