in

საუდის არაბეთი ყველაზე დიდ ცათამბჯენს აშენებს

მასში 5 მილიონი ადამიანი მოთავსდება

veon
veon

საუდის არაბეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი ცათამბჯენის აშენებასთან ერთად, ყველაზე დიდი ნაგებობის შექმნასაც ისახავს მიზნად. დიახ, პროექტი საკმაოდ ამბიციურად ჟღერს, თუმცა, როგორც ამბობენ, საუდის არაბეთის მემკვიდრე, პრინცი მუჰამედ ბინ სალმანი არქიტექტურას ისე კოლოსალურად და დიდებულად ხედავს, როგორც ეგვიპტის პირამიდებს.

ყველაზე დიდ ცათამბჯენს Mirror Line ერქმევა და მას Morphosis Architects დააპროექტებს. თუმცა ამას ცხრა სხვა დიზაინის თუ ინჟინერიის კომპანიასთან ერთად გააკეთებს, ისეთებთან, როგორებიცაა, WSP Global და Thornton Tomasetti.

Mirror Line ორი პარალელური 1600 ფუტის სიმაღლის შენობა იქნება, რომელიც 75 მილზე გადაიჭიმება და მოიცავს სანაპიროებს, მთებსა თუ უდაბნოებს. ამ ტერიტორიაზე 5 მილიონი ადამიანის მოთავსებაც კი გახდება შესაძლებელი. 

დიახ, ეს საკმაოდ ძვირი დაჯდება და ისინი მილიარდობით დოლარის დაბანდებაზეც ფიქრობენ. როგორც ამბობენ, სამეფო დიდ ინვესტიციებს დებს ინფრასტრუქტურაში, რათა ნავთობზე მისი ეკონომიკური დამოკიდებულება შეამციროს. 

ხოლო იმისათვის, რომ ადამიანები ამ ნაგებობაში ერთმანეთს დაუკავშირდნენ, მრავალ საფეხმავლო ბილიკს მოაწყობენ და ამასთან, მათ სწრაფ მიწისქვეშა მატარებელსაც შესთავაზებენ. ჩაშენებული ვერტიკალური მეურნეობის ტექნოლოგიით კი მაცხოვრებლებისთვის საჭირო საკვებით უზრუნველყოფას გეგმავენ.

აქ გართობის ნაწილიც არავის დავიწყებია, სპორტული მოედანი მიწიდან ათასი ფუტის სიმაღლეზე იქნება განთავსებული. ამასთან, იახტების მფლობელებს მათი გაჩერება თაღის ქვეშ შეეძლებათ. 

2021 წლის შეფასებით კი Mirror Line-ის დასრულებას 50 წელი დასჭირდებოდა, ცათამბჯენი კი ეტაპობრივად უნდა აეშენებინათ. თუმცა ახლა ფიქრობენ, რომ ეს შესაძლებელი 2030 წლისთვისაც გახდება… 

ამასთან, დიზაინერებს იმაზე ზრუნვაც მოუწევთ, თუ როგორ შეამცირონ გავლენა მის ირგვლივ არსებულ გარემოზე. აქ მილიონობით ფრინველის მიგრაციის შეფერხებაზე საუბრობენ…

რეკლამა, რომელიც მენტალური ჯანმრთელობის მზარდ კრიზისს ეხება

იფიქრეთ ალგორითმს მიღმა — Fnac-ის ახალი კამპანია