საუდის არაბეთის სახელმწიფო ინვესტიციათა კონსორციუმი, რომლის მფლობელი პრინცი მუჰამედ იბნ სალმანია, “ნიუკასლის” ახალი მფლობელი გახდა. PCP Capital Partners и RB Sports & Media, კაჭკაჭების ახალი მფლობელია, დიდი მიზნებით და გეგმებით – გუნდი უახლოეს წლებში გრანდი და ტოპ კლუბი უნდა გახდეს.
მაიკ ეშლი, რომელმაც კლუბი 2007 წელს შეიძინა, 14 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გუნდს ტოვებს, გარიგება რომელიც თავის დროზე 135 მილიონ გირვანქად შედგა, გავრცელებული ინფორმაციით არაბულ კონცერნთან კლუბის გასხვისების სანაცვლოდ 300 მილიონიან გარიგებად შედგა.
კომპანიის მენეჯერი მოჰამედ ბინ სალმანია, ადამიანი რომელიც საუდის არაბეთში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურაა, ის პარალელურად ეკონომიკის განვითარების საბჭოს ხელმძღვანელობს, საინვესტიციო კოსორციუმის ქონება კი 320 მილიარდად არის შეფასებული.
“ნიუკასლი” 7 ტურის შემდეგ 3 ქულით ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა, გუნდის მფლობელები სამოქმედო გეგმას და სტრატეგიას მალე წარადგენენ. პირველადი სწრაფი მიზანი კი ამ კრიზისული პერიოდის დაძლევა და ცხრილის ზედა საფეხურზე გადანაცვლებაა. ზამთრისა და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “კაჭკაჭები” სავარაუდოდ ყველაზე დიდ თანხას დახარჯავენ, დაგეგმილია დაახლოებით 10 ახალი ფეხბურთელის შეძენა, რომლებიც ეტაპობრივად ყველა ახალ ფანჯარაზე განახლდება და შემადგენლობა მეტად გაძლიერდება.
რა შეიძლება მისცეს საფეხბურთო სამყაროს ახალი ტოპ კლუბის დაბადებამ? ინგლისში აღნიშნულმა ინფორმაციამ სხვადასხვა რეაქციები გამოიწვია. Against Modern Football – ამ ჰეშთეგითა და იდეით გაერთიანდნენ სხვადასხვა კლუბების ფანები, რომლებიც ამ გარიგებას სასიკვდილოს უწოდებენ და ამბობენ რომ კუნძულზე ფეხბურთის კვდომას გამოიწვევს, ყველა ხელოვნურად გაძლიერებული კლუბი, რომელიც მხოლოდ თანხის სანაცვლოდ გაიმარჯვებს დიდ კონკურენციაში, დაარღვევს იმ მთავარ პრინციპს და ხიბლს, რაც სპორტის ამ სახეობას აქვს. მეორეს მხრივ არიან ნიუკასლის ფანების დიდი არმია და სხვა გულშემატკივრები, რომლებიც თვლიან რომ აღნიშნული ინვესტიცია ახალ საფეხბურთო დიდ კერას გააჩენს, რომელიც როგორც მარკეტინგულად, ისე წმინდა საფეხბურთო თვალსაზრისით დიდ სარგებელს მოიტანს, ხელს შეუწყობს ინგლისური ფეხბურთისა და ზოგადად სპორტის ამ სახეობის ზრდას. შედარებისთვის ის კაპიტალი, რასაც არაბული კომპანია ფლობს, მანჩესტერ სიტისა და პარი სენ ჟერმენის მფლობელების ფინანსურ რესურსებს 10-11 ჯერ აღემატება.