in

პრაქტიკულობა, შესრულება და შედარებით დაბალი ხარჯები – საუკეთესო 4×4 მანქანები

უამრავი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ მოსწონთ ადამიანებს მაღალი გამავლობის მანქანები, SUV-ები, რომლებსაც ხშირად უბრალოდ ჯიპებს ვეძახით, რადგან ეს ბრენდი იყო ნოვატორი ამ სტილის ავტომობილებში და მას შემდეგ ყველა SUV-ი მასთან ასოცირდება. 

მაინც რა ძირითადი მიზეზები განაპირობებს მაღალი გამავლობის მანქანებზე მოთხოვნას? უპირველეს ყოვლისა, თავად ამ კატეგორიის სახელი მიგვანიშნებს, რომ „მაღალი გამავლობა” ეხმარება ავტომობილს, მარტივად გადაადგილდეს ნებისმიერ ზედაპირზე. მეორე მიზეზი არის ზომა – მეტი სივრცე მგზავრებისა და ბარგისთვის. 4×4-ზე მოძრავი მანქანები საუკეთესო გამოსავალია ზამთარში სასიარულოდ და ქალაქგარეთ პრაქტიკული გადაადგილებისთვის.

ავტომობილების პოპულარული გამოცემა, autoexpress, გამოყოფს 8 მანქანას 2022-2023 წლებისთვის, რომლებიც საუკეთესოდ მიაჩნია ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლების კუთხით.

Skoda Kodiaq

Skoda Kodiaq 2017 წელს გამოვიდა და მას შემდეგ ის თავის კლასში ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია. თავდაპირველი Kodiaq 124 ცხენის ძალას ფლობდა და შემდეგ 187-მდე ავიდა. 2019 წელს გამოვიდა სპორტული Kodiaq vRS, ტყუპი ტურბო დიზელითა და 237 ცხენის ძალით.

Kodiaq არის პრაქტიკული, მართვის მაღალი ხარისხით, ღირს გონივრული ფასი და ყველაფერთან ერთად, აქვს დახვეწილი საინფორმაციო-გასართობი სისტემა.

Audi Q7

თუ კატეგორიაში ერთ-ერთ ყველაზე ბიუჯეტურ მანქანას ეძებთ, რომელიც თავის საქმეს კარგად შეასრულებს, მაშინ Q7 შესანიშნავი არჩევანია. როგორც ექსტერიერი, ისე ინტერიერი, საკმაოდ დახვეწილი აქვს, კარგად უმკლავდება განსხვავებულ რელიეფს და მოძრაობს 3.0-ლიტრიანი, გამძლე ძრავით.

Volvo XC90 

ალბათ ცოტა მანქანაა ისეთი მრავალმხრივი, როგორიც ეს ვარსკვლავი შვედეთიდან. მას აქვს 7-ადგილიანი სალონი და დიდი საბარგული. გლუვი ექსტერიერითა და ლამაზი ინტერიერით გამორჩეული ეს ავტომობილი, რბილად დადის და მართვის იდეალურ ვარიანტს გთავაზობთ. მას აქვს როგორც დიზელზე, ისე ბენზინზე მომუშავე ძრავები, რომლის სიმძლავრეც 400 ცხენის ძალას აღწევს.

Kia Sorento

ფართო, შვიდადგილიანი ინტერიერი კარგად აკმაყოფილებს დატვირთული ოჯახის მოთხოვნებს, ხოლო სტანდარტული ოთხბორბლიანი მოძრაობა სიმშვიდეს ანიჭებს მასში მჯდომებს. მისი 2.2-ლიტრიანი, დიზელზე მომუშავე ძრავა იძლევა მსუბუქად მართვის საშუალებას. მისი მეშვეობით მარტივია გადაადგილება როგორც ქალაქში, ისე მის გარეთ.

SEAT Tarraco

SEAT Tarraco არის კიდევ ერთი დიდი SUV, რომელიც იყენებს იმავე პლატფორმას, რომელსაც Kodiaq. ის მუშაობს 1.5-ლიტრიანი, ბენზინის ძრავით, აქვს 187 ცხენის ძალა და საკმაოდ მოქნილია მიუხედავად თავისი კატეგორიისა. ბევრი რამით ამსგავსებენ Kodiaq-ს, თუმცა მაინც განსხვავდება მისგან და ცალკე მდგომ მოდელს წარმოადგენს. აქვს ასევე დიზელის ძრავაც.

Land Rover Discovery

ეს მანქანა ნამდვილად იდეალურია მათთვის, ვისაც უბრალოდ 4×4-ზე ავტომობილი კი არ უნდა, ჰყავდეს, არამედ off-road-ებითაც გატაცებულია. მისთვის არ არსებობს დაუძლეველი რელიეფი, აქვს კარგი ბრუნვა და მიუხედავად დიდი წონისა, საკმაოდ მსუბუქად მოძრაობს.

ძრავების ამჟამინდელი ხაზი შედგება 2.0-ლიტრიანი ბენზინისგან, რომელიც გამოიმუშავებს 296 ცხენის ძალას, 2.0-ლიტრიანი დიზელისგან 237 ცხენის ძალით და 3.0-ლიტრიანი V6 დიზელისგან, 302 ცხენის ძალით.

Peugeot 5008

ეს ავტომობილი რამდენიმე ძრავის სახეობით არის წარმოდგენილი. ესენია: 1.2 PureTech 130 ბენზინი, 1.6 PureTech 180 ტურბო ბენზინი და 2.0 Blue HDi 180 დიზელი, რომლებიც საკმაოდ მძლავრებია და ბიუჯეტურებიც. ოფიციალური ტესტების მიხედვით, ეს არის ამ ზომის ერთ-ერთი ყველაზე ეკონომიური მანქანა.

Peugeot უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი კონკურენტების უმეტესობა, ამიტომ ის იდეალურად გამოდგება ქალაქის გზებზეც და მის გარეთაც. გარდა მართვის ხარისხისა, მანქანა მფლობელს თავს ლამაზი სალონითა და პრაქტიკული სისტემითაც შეაყვარებს. 

Hyundai Santa Fe

მესამე თაობის Santa Fe კატეგორიის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნად მოდელად იქცა. მას აქვს კარგად დაპროექტებული სალონი, დიდი სივრცე, 2.2-ლიტრიანი, დიზელის ძრავა, კარგი ხილვადობა და კონტროლი. 

მიზეზი, რატომაც მას უპირატესობას ანიჭებენ მძღოლები, არის საიმედოობა და უსაფრთხოება. როგორც მისი მფლობელები აფასებენ, ეს მანქანა ცხოვრებას უფრო მარტივს ხდის.

ლიბერთი მასშტაბური პროექტის ,,ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ სტრატეგიულ პარტნიორობას აგრძელებს

მეცნიერებმა პარალიზებული ადამიანების განკურნების გზას მიაგნეს — კვლევა