in

„საუკეთესო დამკვეთი ისაა, ვინც არ იცის, რა უნდა“

ყველა კრეატიულ სააგენტოს ჰქონია ისეთი შემთხვევა, როცა დამკვეთს სურს ახალი კამპანია, ახალი ვებგვერდი ან პოსტერი, მაგრამ არ იცის, კონკრეტულად როგორი უნდა. მთავარი მიზანი მისი რეპუტაციის გაზრდა, კონკრეტული პროდუქტის პოპულარიზაცია თუ რაიმე მოვლენასთან დაკავშირებული შემოქმედებითი გამოხატულებაა.

ერთ მხარეს არიან კლიენტები, რომლებმაც არ იციან რა უნდათ… რომლებსაც წინასწარ არ აქვთ გადაწყვეტილებები განსაზღვრული და ყველაფერს უბრალოდ შემოქმედებით გუნდს მიანდობენ. ხოლო მეორე მხარეს დგანან დამკვეთები, რომლებიც მხოლოდ საგანგებოდ გაწერილი გეგმით მოქმედებენ და პარტნიორებისგანაც თითოეული დეტალის ზედმიწევნით შესრულებას ელიან. შესაბამისად, ნაკლები ღიაობა აქვთ ახალი იდეების მიმართ.

„მე განსაკუთრებით მხიბლავს ის მომენტი, როცა დამკვეთმა ზუსტად არ იცის, რა უნდა. უბრალოდ, განსაზღვრული ბიუჯეტი და მოსალოდნელი შედეგები აქვს, დანარჩენს კი შემოქმედებით გუნდს მიანდობს. ამგვარი მიდგომა ღია შემოქმედების წყაროდ იქცევა“, — ამბობს ბენ სკელსი, კრეატიული სააგენტო Huge-ის დირექტორი.

კრეატიულობის შესაძლებლობები უსაზღვროა, როდესაც საქმე ბიზნესის განვითარებას ეხება. მისი რეალური ძალა ზრდისა და განვითარების დაჩქარებაში მდგომარეობს. ამიტომაცაა, რომ კლიენტები, რომლებიც სააგენტოებს გადასაჭრელი პრობლემით მიმართავენ, ნაცვლად წინასწარ მოფიქრებული გადაწყვეტილებებისა, კარს უხსნიან შემოქმედების ფართო შესაძლებლობებს. ასე ირღვევა არსებული შაბლონები და კონკურენტებისთვის მიუწვდომელი უპირატესობაც იქმნება.

ის ფაქტიც ცნობილია, რომ სტივ ჯობსი ყოველკვირეულად ატარებდა ჯემ-სესიებს Apple-ის პარტნიორებთან და საკუთარ გუნდთან. ასე არკვევდა ყველა დეტალს, მარკეტინგული სტრატეგიიდან ახალი პროდუქტის შემუშავებამდე. „კრეატიულობა უფრო ეფექტურ, მდგრად გზას უზრუნველყოფს ზრდისთვის. ასევე, ეს თავიდან გვარიდებს არასწორ ნაბიჯებს“, — აღნიშნავს ბენი.

ასევე, ბენის თქმით, შემოქმედებით პარტნიორებს უდიდესი ძალა აქვთ ბიზნესების დახმარების კუთხით. ნებისმიერი შესანიშნავი იდეის შეთავაზებითა და განხორციელებით, ბრენდი უდიდეს შესაძლებლობას მიიღებს, რათა მნიშვნელოვნად გაიზარდოს.

4 ნაბიჯი იმ კოლეგებთან სასაუბროდ, რომლებიც არ გეთანხმებიან

ყველაფერი, რაც სრულად ელექტრო Porsche Taycan-ის დამუხტვის შესახებ უნდა იცოდეთ – „პორშე ცენტრი თბილისის“ კამპანია გრძელდება