in

ნახეთ: საუკეთესო დიზაინის ჯილდოს მფლობელი ნამუშევრები

ისინი ცხადყოფს, რამდენად საინტერესოდ ვითარდება დიზაინის სხვადასხვა სფერო

Design Award & Competition ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო დიზაინის ჯილდოა, რომელიც მიზნად ისახავს, სხვადასხვა შემოქმედებით სფეროში მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერები გამოავლინოს. თითოეული ნამუშევარი ანონიმურად განიხილება გავლენიანი აკადემიკოსების, პრესის წევრებისა და ინდუსტრიის პროფესიონალებისგან დაკომპლექტებული ჟიურის წევრების მიერ.

სტატიაში საუკეთესო ნამუშევრებისგან ათი მათგანია წარმოდგენილი, რომლებიც ნათლად მიუთითებს, თუ რამდენად ვითარდება სამყარო.

Mminni ალკოჰოლური სასმელების შეფუთვა

ახალგაზრდებისთვის “ტრენდული მოხმარების გამოცდილების” შექმნის სურვილით, დიზაინერებმა ვენ ლიუმ, ქიუმინ ჩენმა და ვეიჯი კანგმამ ალკოჰოლური სასმელების შეფუთვის კრეატიური კონცეფცია შეიმუშავეს.

“X” დიზაინი უცნობ, უსასრულო შესაძლებლობებს, მიზნებსა და იმედებს ასახავს. ბრენდის ტრადიციული აღქმისაგან მომხმარებლების გასათავისუფლებლად, დიზაინერები ცდილობენ, “ბრენდის უნიკალურ ცნობიერებას მიაღწიონ”.

ღრუბელი

“ვფიქრობ, ბავშვობაში ბევრი ადამიანი წარმოიდგენდა, რომ ღრუბლებზე ჯდომა შეეძლო. მე ეს წარმოსახვა გავაცნობიერე” – ამბობს დიზანერი შოტა ურასაკი.

მოძრავი ღრუბლით შთაგონებულმა დიზაინერმა იგრძნო, რომ პოეტური ნაწარმოები მომხმარებლების ემოციებს ამდიდრებს. თანაც, მსუბუქი ღრუბლის ილუზიის მქონე ღრუბელი საკმაოდ ესთეტიკურ ადგილს დაიკავებს ინტერიერში.

Samsung-ის რობოტული მკლავი Bot Chef 

Bot Chef სამზარეულოს სიყვარულით იყო შთაგონებული, რათა საჭმლის მომზადება უფრო სასიამოვნო გამოცდილებად ქცეულიყო. ეს პროცესი რამდენიმე დამღლელ და შრომატევად საქმეს მოიცავს, რომელთა განაწილებაც “დამატებითი ხელისთვის” შეიძლება.

ინოვაციური დიზაინი უახლეს აპარატურას და პროგრამულ უზრუნველყოფას აერთიანებს, “ესთეტკიურად სასიამოვნო და მოსახერხებელი ფორმით”.

Madame Butterfly-ის პოსტერები

როგორც დიზაინერი ლუდმილა შურიგინა ამბობს, პოსტერების საინტერესო დიზაინი მალევიჩის პორტრეტებით იყო შთაგონებული. ასევე, ინსპირაციის წყაროდ მემფისის სტილიც იქნა გამოყენებული – ღია ფერები, კონტრასტულობა და მარტივი ფორმები.

დიზაინერს სურდა, ისეთ ოპერებში, ხატოვანი ინტერპრეტაციის სახით, ქალის ტრაგიკული და დამოუკიდებელი როლისთვის გაესვა ხაზი. ყოველი პოსტერი საბოლოო სცენას ასახავს – საოპერო ისტორიის კულმინაციის მონეტს.

 

შექმენით საკუთარი “მთვარის ნამცხვარი”

ჰონგკონგში “მთვარის ნამცხვრის” ჩუქება ჩვეულებრივი პრაქტიკაა შემოდგომის ფესტივალის დროს. ილუსტრაციაზე წარმოდგენილი დიზაინი კი საშუალებას გაძლევთ, საკუთარი მინიატურული მთვარე  შექმნათ და საყვარელ ადამაინებს გაუზიაროთ.

Neko Goten-ის კატის კოშკი

სპეციალურად კატებისთვის განკუთვნილი კოშკი ყველა კატის საუკეთესო ადგილს წარმოადგენს. ის კომფორტულ გარემოს ქმნის საცხოვრებლად და სათამაშოდ. როგორც დიზაინერები აღნიშნავენ, აქ ყველაფერი იმის მიხედვითაა გათვლილი, რაც კატებს უყვართ.

GrowForest – საგანმანათლებლო სათამაშო

კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ, დიზაინერებმა პეიშან კაიმ, ვანლინგ გაომ და ჰაოჩუნ ჰუმ საგანმანათლებლო სათამაშოს ნაკრები შეიმუშავეს, რათა ტყისა და ხმელეთის ეკოლოგიის დაცვის, კონსერვაციისა და აღდგენის შესახებ ბავშვთ ცნობირება გაზარდონ.

ლაბირინთი და რუბიკის კუბი

საინტერესო სათამაშო 3D ლაბირინთსა და რუბიკის კუბს აერთიანებს. სათამაშო ტვინის მარჯვენა ნაწილისა და მეხსიერების უნარის განვითარებას უწყობს ხელს. ასევე, ის სივრცულ აზროვნებას, თვალისა და ხელის კოორდინაციის სწავლაში ეხმარება ბავშვებს. 

კუნძულისებრი ჭიქა

კორეის კუნძულებითა და სოჯუს შუშის ერთიანი ფორმით შთაგონებული ჭიქა საკმაოდ ესთტიკური ხასიათის მატარებელია. ის სხვადასხვა პერსპექტივიდან განსხვავებულად აღიქმება და სასმლის დალევას კიდევ უფრო მშვენიერ პროცესად აქცევს.

მუსიკალური ვაზა

მუსიკალური ვაზა მრავალფუქნციური საგანია, რომელიც აუდიო და ვიზუალურ სიამოვნებას უქმნის ადამიანებს. თეთრი ფერი მცენარეების ბუნებრივი ფერის გამოკვეთას უწყობს ხელს, მინიმალისტური ფორმა კი სწორედ ყვავილის სილამაზეს წევს წინ.

ბლუთუზის მქონე მუსიკალური ვაზა ცდილობს, დიალოგი დაამყაროს ადამიანსა და ბუნებას შორის…

როგორ უნდა წახვიდეთ სამსახურიდან?

3 მილიარდი გადმოწერა, ტიკ-ტოკს მადრიდის „რეალის“ სპონსორობა სურს