in

საუკეთესო დრო iPhone Xs-ის შესაძენად

 

iPhone Xs -ი ბაზარზე 2018 წლის სექტემბერში გამოჩნდა , როგორც Apple-ის ფლაგმანი სმარტფონი. გამოსვლის თანავე მან დიდი პოპულარობა მოიპოვდა და ის დღესაც რჩება მსოფლიოში ერთერთ მოწინავე და ყველასთვის სასურველ სმარტფონად. ახლა კი ამ მოდელის შესაძენად, ისე როგორც არასდროს, სუკეთესო დროა.  ახალი iPhone-ის გამოსვლის შემდეგ iPhone Xs-ი გაცილებით ხელმისაწვდომი გახდა. მისი ფასი 3499 ლარიდან 2449 ლარამდე ჩამოვიდა და ახლა ამ პრემიუმ სმარტფონის შეძენა გაცილებით  მომგებიანი გახდა.
iPhone XS-ი  თავისი შესაძლებლობებით ბაზარზე კვლავ გამოირჩევა და საუკეთესო, პრემიუმ კლასის სმარტფონის სტატუსით სარგებლობს ისევე, როგორც Apples სხვა სმარტფონები. პრემიუმ ბრენდის სხვადასხვა პროდუქცია ბაზარზე ჩაშვებიდან მრავალი წლის განმავლობაში ინარჩუნებს სისწრაფესა და უმაღლეს ხარისხს.

აღსანიშნავია, რომ კომპანია Apple ნებისმიერი სმარტფონის გამოშვებიდან 6 წლის განმავლობაში, პროდუქციის მხარდაჭერას ახორციელებს, რაც კონკურენტებთან შედარებით რეკორდული მაჩვენებელია.

iPhone Xs-ი აღჭურვილია 5.8-დიუმიანი Super Retina დისფლეით, სპეციალური OLED პანელით კაშკაშა, კონტრასტული გამოსახულებისათვის HDR-კონტენტის საყურებლად.

iPhone Xs-ი წყალგამძლეა,  მისი გაუმჯობესებული Face ID საშუალებას გაძლევს, უსაფრთხოდ მოხსნა ბლოკი ტელეფონს და შეხვიდე აპლიკაციებში მხოლოდ ერთი შეხედვით.

პროცესორი A12 Bionic იყენებს მანქანური სწავლების ტექნოლოგიებს და ახალ შესაძლებლობებს ქმნის ფოტოების, თამაშების თუ გაფართოებული რეალობისათვის.

12-მეგაპიქსელიან ორკამერიან სისტემას აქვს პორტრეტული განათება (Portrait Lighting), გაუმჯობესებული ბოკეს ეფექტი და სიღრმის კონტროლის ფუნქცია (Depth Control) სტუდიური ხარისხის პორტრეტებისათვის.

შეიძინეთ მხოლოდ Apple-ის ავტორიზებულ მაღაზიებში, როგორიც არის Apple-ის პრემიუმ რესელერი iSpace-ი და ავტორიზებულ რესელერებთან, როგორებიც არიან  Alta და ელიტ-ელექტრონიქსი. მომხმარებლები აღნიშნილ მაღაზიებში შეძენის შემთხვევაში ისარგებლებენ Apple-ის ერთწლიანი ოფიციალური გარანტიით, საგარანტიო მომსახურებას, კი გაუწევს ერთადერთი ავტორიზებული Apple-ის სერვის ცენტრი iSupport-ი.

[R]

HoneyHost – ახალი ქართული ჰოსტინგ კომპანია

ახლით ახალი წელი Vendoo-ში და სუპერშეთავაზებები მომხმარებლებს