in

2023 წლის 10 საუკეთესო ჰეტჩბეკ ავტომობილი

ავტოექსპერტები გვეუბნებიან, რომ საოჯახო ტიპის ჰეტჩბეკ მანქანებს უფრო რთული მისია აქვთ გზაზე, ვიდრე სხვებს. ის უნდა იყოს საიმედო, ფართო, იაფი, ადვილად პარკირებადი და უსაფრთხო. ეს ყველაფერი კი ისე უნდა დააკმაყოფილოს, რომ მისი ყიდვა შედარებით ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ეს არ არის ადვილი ამოცანა, მაგრამ შესაძლოა ამიტომაცაა, რომ მოდელები, რომლებიც ამ ყველაფერს წარმატებით ართმევენ თავს, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გაყიდვადი მანქანებია.

ქვემოთ გიჩვენებთ 10 საუკეთესოდ აღიარებულ ჰეტჩბეკს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

Skoda Octavia

Skoda Octavia ერთ-ერთი ყველაზე დიდი მანქანაა ამ კლასში. მიუხედავად იმისა, რომ ის იზიარებს პლატფორმას Volkswagen Golf-თან და SEAT Leon-თან, Skoda-ს გრძელი კორპუსი და ჭკვიანური შეფუთვა ნიშნავს, რომ ის უფრო მეტ ადგილს გვთავაზობს საბარგულში, ასევე უაღრესად პრაქტიკული ინტერიერი და საკმარისი ადგილია ხუთი ადამიანისთვის. 

Octavia ახლა უკვე მე-4 თაობით გამოდის, რომელსაც აქვს გაუმჯობესებული საბორტო ტექნოლოგია, განახლებული საინფორმაციო გასართობი სისტემები და მძღოლის დახმარების მნიშვნელოვანი ნაკრები. მას ასევე აქვს ევროუსაფრთხოების სრული ხუთვარსკვლავიანი რეიტინგი. კომფორტისა დონე ასევე უკეთესია, ვიდრე ძველ თაობებში, რაც იმას ნიშნავს, რომ მასთან ერთად ხანგრძლივი მგზავრობა სასიამოვნოდ ჩაივლის.

Skoda Scala

Skoda Scala დიდი ხანია კლასის ერთ-ერთი ლიდერის პოზიციით ამაყობს. როდესაც ის პირველად გამოვიდა 2019 წელს, რამდენიმე ავტოგამოცემამ წლის კომპაქტურ საოჯახო მანქანად დაასახელა. ის ახლაც გთავაზობთ ყველაზე დიდ სივრცეს, ხარისხსა და კომფორტს ნებისმიერ მანქანასთან შედარებით თავის კატეგორიაში.

Renault Megane E-Tech

Renault Megane E-Tech მთლიანად ელექტრო მანქანაა და ნულოვანი გამონაბოლქვი აქვს. ის ამ კატეგორიაში გამორჩეული საოჯახო ავტომობილია. იგი პრაქტიკულია და ბევრ სასარგებლო ფუნქციას აერთიანებს, მათ შორის, ერთ-ერთი საუკეთესო სენსორული საინფორმაციო-გასართობი სისტემა აქვს ბაზარზე.

გარედან შეიძლება უფრო SUV-ს ჰგავდეს, ვიდრე ჰეტჩბეკს, თუმცა სამართავად საკმაოდ მოსახერხებელია. აქვს დახვეწილი მანევრები, დადის საკმაოდ გლუვად და სწრაფად იტენება.

Honda Civic

Honda Civic ორმოცდაათ წელზე მეტი ხნისაა და მიმდინარე მოდელი მე-11 თაობას განეკუთვნება. ის ნამდვილად მიიჩნევა საოჯახო ჰეტჩბეკების ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ავტომობილად. 

ბოლო თაობის Civic ელეგანტური და მრავალფუნქციურია. მისი ძრავის სისტემა ჰიბრიდულია, თუმცა განსხვავდება სხვა ჰიბრიდული კონკურენტებისგან, რადგან რადგან ბენზინის ძრავა ძირითადად მოქმედებს როგორც გენერატორი ბატარეის დასატენად. ეს ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად იმუშავებს EV რეჟიმში, რის შედეგადაც მცირდება გამონაბოლქვი და საწვავის მოხმარება.

Ford Focus

თუ უბრალოდ მანქანის ტარება კი არა, საჭის კარგად მართვა და ამით ნამდვილი სიამოვნების მიღება გიყვართ, მაშ Ford Focus უნდა იყოს თქვენი ჰეტჩბეკების სიაში. წინა თაობების ტრადიციის დაცვით, უახლესი Focus პრიორიტეტად აქცევს მართვით მინიჭებულ სიამოვნებას, მანქანის სხეულის შესანიშნავი კონტროლით.

Focus შეიძლება შეგხვდეთ ბენზინის, დიზელის ან ჰიბრიდული ძრავებით. ერთადერთი, რაზეც მას აკრიტიკებდნენ, იყო შიდა სივრცის ნაკლებობა, თუმცა ბოლო მოდელზე ეს პრობლემაც მოგვარდა. კერძოდ, ოთხი ზრდასრულისთვის სრულფასოვანი ადგილია გათვალისწინებული და ფართო საბარგული. 

Toyota Corolla

Toyota Corolla არის სახელწოდება, რომელიც ცნობილია მთელ მსოფლიოში. ჰეტჩბეკების კატეგორიაში ის საპატიო ადგილს იკავებს. წარმოდგენილია ორი ეკონომიური ძრავით: 138 ცხენის ძალის 1.8-ლიტრიანი ბენზინის ჰიბრიდი და 193 ცხენის ძალის 2.0-ლიტრიანი ბენზინის ჰიბრიდი.  მიუხედავად იმისა, რომ Corolla-ს მართვა არ არის ისეთი სახალისო, როგორც თუნდაც Focus-ის, ის საკმაოდ დახვეწილ მგზავრობას სთავაზობს მომხმარებელს. მისი ინტერიერი კი ერთ-ერთი საუკეთესოა თავის კლასში რბილი შეხების მასალებითა და თანამედროვე დიზაინით.

Mazda 3

მესამე თაობის Mazda 3 სტანდარტული ჰეტჩბეკებისგან ოდნავ განსხვავებულია. ის აერთიანებს სასიამოვნო მართვის გამოცდილებას, უნიკალურ სტილთან და კლასიკურ კონსტრუქციასთან შეთანხმებით. 2.0-ლიტრიანი Skyactiv-G ძრავა ხელმისაწვდომია 120 ცხენის ძალით ან 178 ცხენის ძალით – თქვენი არჩევანის მიხედვით. ორივე ვერსია შეიცავს Mazda’s M Hybrid ტექნოლოგიას CO2-ის გამონაბოლქვის შესამცირებლად.

Volkswagen Golf

Volkswagen Golf ათწლეულების განმავლობაში იყო არაერთი ქვეყნის გზების მთავარი ელემენტი. მიუხედავად იმისა, რომ უახლეს გოლფს აქვს თავისი ხარვეზები – როგორიცაა არც ისე ინოვაციური საინფორმაციო-გასართობი სისტემა, ის მაინც ბევრ მომხმარებელს იზიდავს. არსებობს მისი ფართო არჩევანი: ბენზინის, დიზელის, რბილი ჰიბრიდული და plug-in ჰიბრიდული ვარიანტებით. 

Mercedes A-Class

როდესაც საქმე ეხება მართვას, ის ავტომობილებს სთავაზობს კლასის წამყვან საბორტო ტექნოლოგიას და დახვეწილ მანევრებს. მიუხედავად წინა A-კლასის მუდმივი წარმატებისა, მერსედესი უახლესი მანქანით დაბრუნდა, რომელსაც აქვს განახლებული ინტერიერი, ძრავა და ტექნოლოგია.

Heinz-ის კამპანია რომაული ციფრების წინააღმდეგ — LVII Meanz 57

„ვოლვო ქარ კავკასიის“ წარმატებული 2022 — კომპანიამ წელი 50%-იანი ზრდის მაჩვენებლით დახურა