12
Dec
2018

5 რამ, რაც 2019 წელს საუკეთესო ლიდერად გაქცევთ

12 Dec 2018

ყველა ადამიანს უნდა სწრაფი შედეგი, თუმცა, უმეტეს შემთხვევაში, ეს არარეალურია. არ აქვს მნიშვნელობა იგი წონის კლებას ეხება, შემოსავლების გაზრდას თუ ლიდერად ჩამოყალიბებას. ეს ხდება იმიტომ, რომ კარგი შედეგები ბევრ და ხარისხიან შრომას უკავშირება. თუკი თქვენ უძღვებით კომპანიას, ან თუნდაც მცირე ჯგუფს და ვერ ხედავთ შედეგს, არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკარგულია. თუმცა, მეტი შრომა გჭირდებათ. წარმოგიდგენთ 5 ნიშანს, რომელიც მეტყველებს თქვენს კარგ ლიდერობაზე:

statiebi-bog
statiebi-bog

 

თქვენ კითხულობთ წიგნს ან უსმენთ პოდკასტს ყოველდღიურად

ყოველდღიურად წიგნის კითხვა ან საგანმანათლებლო პოდკასტის მოსმენა არც თუ ისე მარტივი საქმეა, მაშინ, როდესაც გარშემო უამრავი გასართობი საშუალებაა. თუმცა, თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომ ლიდერები აუცილებლად არიან მკითხველებიც. შესაბამისად, მსგავსი ქმედებებით მუდმივად განიახლებთ ცოდნას. მიუხედავად იმისა, რომ ამ პრაქტიკის დამკვიდრება არც ისე მარტივია, თუკი აქედანვე დაიწყებთ, 2019 წელს უკვე განვითარებული გექნებათ საჭირო უნარები.

მაქსიმალურად აქტიურობთ გუნდის კულტურის ჩამოყალიბებაში

კულტურა გუნდისთვის ყველაფერია, იგი წარმოადგენს საერთო ღირებულებებისა და რწმენების ერთობლიობას. შესაბამისად, მაშინ, როდესაც გუნდის წევრები მის განვითარებაში ყოველდღიურად იღებენ მონაწილეობას, აუცილებელია, ლიდერი უფრო აქტიურად ჩაერთოს და შექმნას იგი.

შეწყვეტილი გაქვთ საკუთარი თავის შეფასება იმით, თუ რამდენს გამოიმუშავებთ დღეში

როგორც ბენჯამინ ფრანკლინი ამბობდა, “ფული კაცს ბედნიერს არ ხდის და ვერც ვერასდროს გახდის. რაც უფრო მეტი აქვს, მით მეტი უნდა. სიცარიელის შევსების მაგივრად, ახალ სიცარიელეს ქმნის ფული.” იმის მაგივრად, რომ წლის ბოლოს დაითვალოთ, რამდენი გამოიმუშავეთ, შეაფასეთ ის, თუ რამდენად დაეხმარეთ სხვებს, გამხდარიყვნენ საკუთარი თავების საუკეთესო ვერსიები.

დაიწყეთ დილა მიზნით

კარგ ლიდერებს ესმით დილის მიზნით დაწყების მნიშვნელობა. დარწმუნდით, რომ ყოველ დილით გაქვთ 30 წუთი იმისთვის, რომ დაფიქრდეთ, დაისახოთ გეგმები, გაიგოთ, რა გსურთ. დღის ამგვარად დაწყების შემთხვევაში აუცილებლად ნაყოფიერი იქნება იგი.

მოუწოდებთ თანამშრომლებს, გააკეთონ შეფასებები თქვენ შესახებ

კვლევების თანახმად, ლიდერები ყველაზე ნაკლებად ეკითხებიან გუნდის წევრებს შეფასებებს. სანამ მათ ჰგონიათ, რომ კარგ საქმეს აკეთებენ, რეალურად სულ სხვაგვარადაა. ეცადეთ თანამშრომლებს დაუსვათ შემდეგი 2 შეკითხვა:
რა არის ის, რისი კეთებაც გინდათ, რომ დავიწყო?
რა არის ის, რისი კეთებაც გინდათ, რომ შევწყვიტო?

აღნიშნული 5 ნიშანი დაგეხმარებათ, გახდეთ 2019 წლის საუკეთესო ლიდერი. თუკი ფიქრობთ, რომ აქამდე ბევრი გაკლიათ, ნუ შეშინდებით. ლიდერობა გრძელვადიანი პროცესია და არა დანიშნულების ადგილი. ასე რომ, დაიწყეთ ცვლილება დღეიდან.

წყარო: www.inc.com



განხილვა