„მამაჩემი იცი როგორი ძლიერია?“ – ეს ფრაზა, ალბათ, ბევრს გვითქვამს ბავშვობისას და დღემდე აქტუალურია. თუმცა, თუ ჩვენ დროს „მამაჩემი ამერიკაში გადაგაფრენს“ ასახავდა მამის სიძლიერის აღქმას, დღეს ეს საზომი სუპერგმირებმა და იმ ზოგადმა ინფორმაციამ შეცვალა, რომელიც დღევანდელი ბავშვებისთვის ხელმისაწვდომია – „მამაჩემი სპაიდერმენს ერევა“, „მამაჩემმა ერთხელ ლავაში გაიარა“, „მამაჩემი ყველაზე გემრიელ საჭმელებს გვიკეთებს“. მამის როლი თითოეული ბავშვის ცხოვრებაში უდაოა. დღეს მამის დღეა. ამიტომაც, საქართველოს ბანკმა ამ თარიღს სპეციალური ვიდეორგოლი მიუძღვნა, რომელშიც ჩანს თანამედროვე ბავშვის დამოკიდებულება მამასთან მიმართებაში, ის, თუ როგორ ძლიერ, მისაბაძ ადამიანად და გმირად აღიქმება ის. ყოველ შემთხვევაში კი, „საუკეთესო მამა მამაშენია“.
[fbvideo link=”https://www.facebook.com/BankOfGeorgia/videos/1862453717146139/” width=”720″ height=”405″ onlyvideo=”1″]














