in

როგორ ავარჩიოთ საუკეთესო სოციალური ქსელი 2025 წელს

სამწუხაროდ, გადაჭრით ვერავინ გეტყვით, როგორ უნდა აირჩიოთ ერთი და უნიკალური სოციალური მედიის პლატფორმა, რადგან არსებულთაგან თითოეულს სხვადასხვა სარგებელი აქვს. არჩევანი თქვენს მიზანზეა დამოკიდებული, თუ რისი მიღება გსურთ სოციალური ქსელებიდან.

ამ სტატიაში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ თქვენთვის შესაფერისი სოციალური მედიის პლატფორმა.

რატომ გადადის ზოგიერთი LinkedIn-ზე

პოტენციურ კლიენტებთან დაკავშირებისთვის ყველაზე კარგად ამ პლატფორმას იყენებენ. მას არ აქვს გასართობი დანიშნულება და ყველა კონტენტი, რაც აქ გვხვდება, მეტ-ნაკლებად დიდ აუდიტორიას ხვდება თვალში, რადგან სხვებისგან განსხვავებით, ლინკდინზე უფრო აკურატულად ვსქროლავთ კედელს. აქ ნაკლები შანსია, რომ „თრეში” შემოგვხვდეს და ამიტომ.

Instagram თუ TikTok

Instagram არაჩვეულებრივი პლატფორმაა საკუთარი ან კომპანიის პორტფოლიოს შესაქმნელად. რაც საშუალებას გაძლევთ, მინიმალური ძალისხმევით მოაწყოთ გაპრიალებული, პროფესიონალური გვერდი ინტერნეტში. 

ჰეშტეგებისა და ინსტაგრამის რეკომენდაციების მეშვეობით ის ზრდის ქსელს, რითაც კომუნის გაძლიერების შესაძლებლობას გაძლევთ. ფუნქციები, როგორიცაა Stories და Reels უზრუნველყოფს ჩართულობის მაღალ მაჩვენებს, ხოლო Instagram Shops მონეტიზაციას.

რაც შეეხება ტიკტოკს, ინსტაგრამივით ისიც გამორჩეული პლატფორმაა ვიზუალური კონტენტის, მოკლე ვიდეოების შემქმნელთათვის. მართალია, მას ტრამპი ემუქრება აშშ-ში, მაგრამ პოლიტიკოსები და ბიზნესლიდერები ყველაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად.

TikTok-ის დადებითი მხარე ის არის, რომ ალგორითმი იზიდავს ახალ და ახალ მომხმარებელს, მიუხედავად მიმდევრების რაოდენობისა. ტიკტოკი კარგი ადგილია ავთენტური ამბის თხრობისთვის. ამის გამო იგი არ არის ინსტაგრამივით „პრიალა”, რაც მომხმარებლების უმეტესობას მას სასურველ პლატფორმად აქცევს.

Threads

მეტას პლატფორმაა, რომელიც დისკუსიის მოყვარულ აუდიტორიას აერთიანებს. ის, ასევე, მოსწონთ ისეთ კრეატორებს, რომლებსაც სურთ „დავარცხნილი” ონლაინჩატები ჰქონდეთ. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ Threads არ აადვილებს ადამიანების პოვნას, რაც იმას ნიშნავს, რომ აუდიტორიის მოზიდვა აქ შეიძლება უფრო ნელი პროცესი იყოს, ვიდრე სხვა პლატფორმებზე.

Facebook

რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ იმაზე, რომ ფეისბუკი პოპულარობას კარგავს და სხვები ჯაბნიან, სარეკლამო თვალსაზრისით, ის საუკეთესო პლატფორმად რჩება, სადაც ბრენდი აუცილებლად უნდა იყოს. აქ ძალიან კარგად მუშაობს კამპანიები, დეტალური აუდიტორიის გათვლა კი საოცარ შედეგებამდე მიდის. ძნელია ფეისბუკის გავლენის დამარცხება ელექტრონული კომერციის მიმართულებითაც, სოციალურ ქსელებში ის ამ მხრივ მოწინავეა.

როგორ ავარჩიოთ საჩვენო სოციალური ქსელი

ორგანული ჩართულობა და ტრენდებზე ორიენტირება თუ გსურთ, აირჩიეთ ტიკტოკი. გახსოვდეთ! ის არ არის პირდაპირი გაყიდვებისთვის.

თუ თქვენთვის მთავარია, აჩვენოთ აუდიტორიას, რაც შეიძლება მეტი თქვენი სერვისისა და პროდუქტის შესახებ, აირჩიეთ ინსტაგრამი. გახსოვდეთ! აქ ორგანულობა ნაკლებად მუშაობს, მაგრამ რეკლამით საკმაოდ ეფექტური შედეგების დადება შეგიძლიათ.

თუ საქმიანი კავშირების დამყარება გნებავთ, აირჩიეთ ლინკდინი…

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, სტაბილურობა. ჩამოყალიბებული პლატფორმები, როგორებიცაა Instagram და LinkedIn, გვთავაზობს საიმედოობას, ხოლო განვითარებადი პლატფორმა, როგორიცაა Threads, გვთავაზობს შესაძლებლობას, რომ ვიყოთ მისი ერთ-ერთი პირველი ამთვისებელი.

ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ შეგიძლიათ, საერთოდ არ დააყენოთ თავი არჩევანის წინაშე და ყველა პლატფორმაზე განლაგდეთ. ამისთვის, უბრალოდ, კარგად უნდა დასახოთ თქვენი მიზნები თითოეული მათგანისთვის.

სასტუმრო ტელეგრაფი 13 თებერვალს დასაქმების ფორუმს გამართავს

5 შეცდომა, რომლებიც ლოგოს შექმნისას არ უნდა დაუშვათ!