in

5 გზა საუკეთესო თანამშრომლების მოსაფრთხილებლად

მარტივად შეამჩნევთ, რომელია კომპანიაში საუკეთესო თანამშრომელი — ყველას სურს მასთან ერთად მუშაობა და არც ის უშინდება გამოწვევებს… თუმცა ეს ტენდენცია გამოფიტვის საფრთხის წინაშე აყენებს მას, რის გამოც საბოლოოდ სამსახურიდან წასვლაც კი შეიძლება მივიღოთ შედეგად. ამის თავიდან ასაცილებლად კი ხელმძღვანელებმა უნდა დასვან კითხვა, როგორ უნდა დააბალანსონ საუკეთესო თანამშრომლის სამუშაო დატვირთვა ისე, რომ მათი ჩართულობაც გაიზარდოს? ჩვენ 5 მეთოდს გაგიზიარებთ:

დააწესეთ საზღვრები

როცა ინდივიდი ძალიან ბევრ პროექტზე ერთდროულად მუშაობს, ნაკლებად პროდუქტიულია, რადგან ერთიდან მეორე პროექტზე გადასვლა ხშირად უწევს… სწორედ ამის გამო დიდი პროექტების სამამდე შემცირებას გვირჩევენ და თანამშრომელთა დატვირთვის რეგულარულ შემოწმებას. კარგი იქნება, თუ მათ ჰკითხავთ, რომელი საქმე სიამოვნებთ და რომელი მარტივი ამოცანების დელეგირებას შეძლებთ სხვებისთვის.

დარწმუნდით, რომ მათ საკმარისი რესურსი აქვთ

ხშირად დასაწყისში რთულია იმის განსაზღვრა, თუ რამდენი რესურსია საჭირო შედეგის მისაღწევად. ამიტომ, პერიოდულად იკითხეთ, არის თუ არა საჭირო რესურსები მათთვის ხელმისაწვდომი და თუ ასე არ იქნება, ეს საკითხიც მოაგვარეთ. დამატებითი ყურადღება გაამახვილეთ მდედრობით სქესზე, რადგან კვლევის თანახმად, ისინი ნაკლებად ითხოვენ დამატებით რესურსებს, როცა რეალურად სჭირდებათ იგი…

დაამყარეთ საფუძვლიანი მოლოდინები

უმეტესად ძალიან ნიჭიერ თანამშრომლებს ორი საქმის ერთდროულად გაკეთებას თხოვენ, როცა ვიღაც არ არის სამსახურში ან კონკრეტული პოზიცია დროებით თავისუფალია… თუმცა სანამ მას სხვისი საქმის შესრულებას დაავალებთ, ერთად განიხილეთ ამ ორ სამუშაოში რას უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი და რისი დელეგირება შეიძლება მოხდეს მეორე გუნდისთვის. მნიშვნელოვანია, განიხილოთ, როგორ შეფასდება თქვენი შედეგები, რათა თავიდანვე იცოდეთ, რომ შეუძლებელია თითოეული პოზიციის საქმეების 100%-ით შესრულება. 

ცადეთ Talent Mapping-ის სტრატეგია

ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაიგოთ, რა უნარებს ფლობს თქვენი გუნდი, რათა შემდგომ დავალებებიც შესაბამისად გადაანაწილოთ. საკმაოდ სახალისო გუნდური აქტივობაცაა — თითოეულ გუნდის წევრს სთხოვეთ, ჩამოწერონ თავიანთი ნიჭისა და უნარების შესახებ, გაუზიარეთ სია მთლიან გუნდს და სხვებს უთხარით, დაამატონ ამ ჩამონათვალს ის, რაც ამ კოლეგაზე იციან — ეს გუნდის ყველა წევრის შემთხვევაში გაიმეორეთ.

ფოკუსირდით კვალიფიკაციის ამაღლებაზე

სწავლისა და განვითარების თემა პირდაპირი საუბრების ნაწილად აქციეთ, გამოიყენეთ ეს დრო, რათა შეთანხმდეთ ორივე მხარის მიზნებზე, როგორც საუკეთესო თანამშრომლის, ისე გუნდის. ასე სამუშაო დატვირთვაც გადანაწილდება და ყველა შეძლებს, საკუთარი წვლილი შეიტანოს საქმეში. 

Don’t Make it Complicated — Apple ვიეტნამის ახალ წელსაც აღნიშნავს

ნახეთ: Drone Photo Awards-ის გამარჯვებულები და მსოფლიოს ახალი პერსპექტივები