in

ასტრონომებმა საუკუნეების წინ დაფიქსირებული „ზეახალი ვარსკვლავის“ ფოტო გამოაქვეყნეს

ჯერ კიდევ 185 წელს ჩინელმა ასტრონომებმა ღამის ცას ახედეს, რათა უჩვეულოდ მოკაშკაშე ობიექტს დაჰკვირვებოდნენ. დაკვირვებების წერილობითი ჩანაწერების მიხედვით, ნათება 8 000 სინათლის წლის სიშორიდან მომდინარეობდა და ის იმდენად კაშკაშა იყო, რომ შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანდა.

M2
M2

Book of Later Han — ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ასტრონომებმა შეადგინეს და მასშივე აღწერეს ვარსკვლავის მახასიათებლები: რამდენიმე ფერად მანათობელი, „ბამბუკის ხალიჩის ზომის“. „სუპერნოვას“ (ზეახალი ვარსკვლავის) პირობითად SN185 უწოდეს, მის მიერ დატოვებულ ნარჩენებს კი RCW 86. რეალურად, მეცნიერებმა დიდი ხნის განმავლობაში არ იცოდნენ, რომ ორივე მათგანის საფუძველი ერთი მოვლენა იყო.

ახალი მონაცემების მიხედვით, რომლებიც ჩრდილოეთ ჩილეში განთავსებულ ტელესკოპს და ბნელი ენერგიის კამერას ეფუძნება, ეს იყო ორობითი სისტემა. SN185, მაღალი სიჩქარის გაფართოების შედეგად, მატერიის რგოლი 2000 წელიწადში ჩამოყალიბდა. ამგვარი ტიპის აფეთქებამ კი „ტიპი 1a სუპერნოვას“ წოდება განაპირობა — ეს ნიშნავს, რომ ასეთი ვარსკვლავები თანდათან ცივდება, სანამ თეთრ ჯუჯებად არ გარდაიქმნება. და რადგან ბინარულ სისტემებში მდებარეობს, ხშირად იღებს ენერგიას „პარტნიორებისგან“, ვიდრე მათი ტემპერატურა საკმარისად მაღალ წერტილს არ მიაღწევს ნახშირბადის შერწყმისთვის. შედეგად, ეს ზეახალი ვარსკვლავი ყველაზე კაშკაშაა.

SN185-ის შემთხვევაში, მან თავისი პარტნიორისგან მიიღო ენერგია და აფეთქდა, როდესაც მეტის მიღება ვეღარ შეძლო. მაღალი სიჩქარის ქარმა კი ნარჩენები გაავრცელა და ასე გაჩნდა მისი რგოლი, რომელსაც ახლა ფოტოზე ვხედავთ.

ასტრონომებმა იუპიტერისა და ნეპტუნის ანალოგები აღმოაჩინეს

Nike-ის ახალ კამპანიაში Corteiz მსოფლიოს მართავს