in

როცა ორთქლი ხვდება ყინულს — საუნის ბრენდინგი

საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ სასმელების ბრენდინგზე, აგერ უკვე წყლის ეკომეგობრული შეფუთვაც გამოჩნდა, მაგრამ რას იტყვით საუნის ბრენდინგზე? თავად საუნა ხომ მშვენიერია, მაგრამ საინტერესოა, როგორ იხატება ეს იდეა ილუსტრაციებში… Uber-ის ყოფილი წევრი ალენ პენი ე. წ. კონტრასტულ თერაპიას სრულიად ახალი კეთილდღეობის კონცეფციის საშუალებით გვაცნობს. მთავარი ამოცანა კი Franklyn-ის შემოქმედებით სტუდიას დააკისრეს.

BOG
BOG

საუნებისთვის სტანდარტული ბრენდინგისგან რომ გადაუხვიეს, ეს აშკარად ჩანს. კრეატორები კონტრასტულ თერაპიაში არსებულ მარტივ, თუმცა, ამასთან, ძლიერ ელემენტებზე ფოკუსირდნენ, როგორებიცაა ცხელი ჰაერი და ცივი წყალი. როგორც დიზაინის ხელმძღვანელი ჯილ მარეშალი ამბობს, სურდათ, ამ უძველესი პრაქტიკის რადიკალურ სიმარტივესა და მეცნიერულ სარგებელზე ერთდროულად გაესვათ ხაზი: 

ჩვენი ლოგო და გრაფიკული ტექსტურა კონტრასტული თერაპიის ფუნდამენტური ელემენტების სიმარტივეზე ფოკუსირდება, ცხელ ჰაერსა და ცივ წყალზე, რათა ბრენდი გააცოცხლოს. ჩვენ ასევე შევადგინეთ Framework-ის სახელწოდება, რათა აღვნიშნოთ, რომ იგი აქტიური ცხოვრების წესის ნაწილია… ბრენდს მიმზიდველი გარემოს შექმნა სურს, რომელიც გვანიშნებს, რომ საუნის მიღმა არსებული მეცნიერება მარტივი და პირდაპირია.

Google ანდროიდს ინკლუზიურ ხელსაწყოებს ამატებს

Microsoft-ის ახალი Win-Win — კონტროლერი შშმ მოთამაშეებისთვის