in

საუზმის მრავალფეროვანი არჩევანი დილის 8 საათიდან – ბაზარი ორბელიანზე

დილა, რომელიც არომატული ყავითა და გემრიელი საუზმით იწყება, მთელი დღის ენერგიას გვაძლევს და სრულფასოვანი ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილია. საქართველოში, გარეთ, ანუ საკვებ ობიექტებში საუზმე ნელ-ნელა იკიდებს ფეხს და შესაბამისად, საკუთარი თავის უგემრიელესი ყავით თუ ნოყიერი საუზმით განებივრება ტრადიციად იქცევა.

„ბაზარი ორბელიანზე” ამ ტენდენციას ითვალისწინებს და საუზმეების მიმართულების გაძლიერებას იწყებს. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერმა სტუმარმა, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, საუკეთესო გასტრო გამოცდილება მიიღოს. 2023 წლის დასაწყისში ბაზრის რეკონცეფცია დასრულდა, რომლის მიზანიც მომხმარებლებისთვის პირველი სრულმასშტაბიანი კვების მოლის შეთავაზება იყო. ამის შედეგად, ბაზარს 20-მდე ახალი ობიექტი დაემატა და ახლა უკვე 50-ზე მეტი სამზარეულოს დაგემოვნებაა შესაძლებელი.

საუზმის მიმართულებით ბაზარი ქალაქში ყველაზე ცნობილ და გემრიელ ბრენდებს აერთიანებს – ერთი ყავა, ჭიქა, ლე გატო, ქუქი ბეიქერი, ბლამანჟე, დარიჩინი და პეროგიკო. უკვე 1 თებერვლიდან დილის დაწყება უგემრიელესი კრუასანითა და ყავით, სრულფასოვანი, ჯანსაღი საუზმით, თუ უგემრიელესი ნამცხვრების არჩევანით, სტუმარს 7 წერტილზე, დილის 8 საათიდან შეუძლია. საუზმის ფარგლებში „ბაზარი ორბელიანზე” მომხმარებელს ასევე უმაღლესი ხარისხის ყავის დიდ არჩევანსაც სთავაზობს.

[R]

Google AI სამყაროში კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამს

რიდლი სკოტმა მოკლემეტრაჟიანი ფილმი Samsung S23-ით გადაიღო