საუზმე მხოლოდ ყოველდღიური რუტინა არ არის. ეს პროცესი შეიძლება ძალიან შთამაგონებელი და სახალისო იყოს. ქატოს ფანტელების მწარმოებელი კომპანია Kellogg’s-ის ახალი ვიდეორგოლი სწორედ ამის დასტურია. 30 წამიან ვიდეორგოლში Leo Burnett-მა ნამდვილი ხელოვნების ზეიმი მოაწყო.
ბევრისთვის ტრადიციული საუზმის ფანტელებისგან, Kellogg’s-ის რეკლამაში ნამდვილი შედევრები იქმნება. თაფლის კოვზი ფუნჯის მაგივრობას წევს, ფერადი ხილი კი საღებავებისას, Kellogg’s-ის ფანტელები ადამიანის უსაზღვრო ფანტაზიას აღვიძებს.