in , ,

SAV Studio-ს ვიდეორგოლი შშმ გოგონაზე, რომელიც არაჩვეულებრივად თამაშობს ბეისბოლს

ვიდეორგოლი, რომელიც SAV Studio–მ  კომპანია  Gatorade–სთვის მოამზადა ნამდვილად შთამბეჭდავია. სტუდია 19 ადამიანისგან შედგება, ჯერ ცოტა ხანია, რაც არსებობს, თუმცა უკვე ბევრს მიაღწია. თანამშრომლობს ისეთ სერიოზულ კომპანიებთან, როგორებიცაა Pepsi, Vizio და Neutrogena.

BOG
BOG

Gatorade–სთვის შექმნილი ვიდეო ჯეიდ ბუჩერზეა, არაჩვეულებრივ გოგონაზე, რომელიც ყველასგან გამოირჩევა არა იმიტომ, რომ მას მარჯვენა ხელი არ აქვს არამედ იმიტომ, რომ ის არაჩვეულებრივად თამაშობს ბეისბოლს. ასეთი აქტივობები მისასალმებელია, რადგან რეკლამის გარდა საზოგადოების შშმ პირების შესახებ ინფორმირებას და ინკლუზიის გაზრდასაც ემსახურება.

ამ თავდაჯერებულ, გამბედავ და ძლიერ გოგონას საკმაოდ ბევრი შრომა მოუწია იმისთვის რომ თავისი ფიზიკური მონაცემების მიუხედავად კარგად ეთამაშა. თავდაუზოგავად ვარჯიშობს, აკეთებს ყველაფერს და არაფერში ჩამორჩება მის თანაგუნდელებს.

“მიყვარს როდესაც ადამიანებს საწინააღმდეგოს ვუმტკიცებ”, – ამბობს ის.

 

 

მეორე, ასევე ძალიან საინტერესო, ნამუშევარი Vizio-სთვის შეიქმა. ეს დოკუმენტური ფილმის მოკლე ვიდეოკოლაჟია. ფილმი გაზრდასა და მის თანმხლებ სირთულეებზეა, თუ რას ფიქრობენ ბავშვები მათ მომავალზე, რა უნდათ რომ გააკეთონ როდესაც გაიზრდებიან, რა სირთულეები უნდა გადალახონ. “ზრდა წრფესავითაა – უსასრულოდ გრძელდება”.

 

https://www.youtube.com/watch?v=izDq9zI1VHg

კრეატიული პოსტერების კოლაჟი

არარსებული ქალაქის უჩვეულო ბრენდინგი