18
Jan
2017

კვერცხის ფერმა „სავანეთმა“ ეკოლოგიურად სუფთა შესაფუთების წარმოება დაიწყო

18 Jan 2017

კომპანია „სავანეთმა“ პროდუქტის ეკოლოგიური შესაფუთების წარმოება დაიწყო და მომხმარებელს ქათმის კვერცხის ახლებური სათავსო შესთავაზა. ბაზარზე უკვე გამოჩნდა კვერცხის 6 ცალიანი ჩასადები და მომავალში კომპანია 10 და 15 ცალიანი კვერცხის ეკოლოგიურ შესაფუთზე გადაყვანას გააგრძელებს. დიდი რაოდენობით კვერცხის ტრანსპორტირებისთვის კი, მოსახერხებელი ცელოფნის შეფუთვა და მუყაოს ყუთებია განკუთვნილი.

ვეფხია ჯავახაძე

კვერცხის ფერმა „სავანეთის“ მიერ 2016 წელს ჩაატარებულმა კვლევამ მომხმარებლის ის ზუსტი მოთხოვნა აჩვენა, რომლის დაკმაყოფილებაც გამართლებული იქნებოდა ფერმისთვის და მოსახერხებელი, – მომხმარებლისთვის. შეფუთვა, რომელიც ექვსი ცალი კვერცხიგან შედგება, ემიჯნება ათცალიანი კვერცხის სტანდარტს და უფრო მოსახერხებელსა და კომფორტულს ხდის ამ პროდუქტის მოყვარულთათვის მისი შეძენის პროცესს. ფერმა „სავანეთის“ დირექტორი ვეფხია ჯავახაძე ამბობს, რომ კვერცხის მუყაოს ყუთის შეფუთვა ხაზს უსვამს კომპანიის კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ხარისხის მიმართ:  „ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა დეტალი, რაც პროდუქციის მაღალ სტანდარტებს აღნიშნავს. რაც შეეხება ორიგინალურ პოლიეთილენის პარკს, რომელიც ძალიან კომფორტულს და უსაფრთხოს ხდის 30 ცალიანი შეფუთვის შეძენას (ე.წ. „ლატოკების“ ტრანსპორტირებას), ასევე საფუძვლიანად ჩატარებული კვლევის შედეგია.“

მუყაოს ქაღალდით შეფუთული 6 ცალიანი კვერცხის შეფუთვის პრაქტიკა არსებობს ამერიკასა და ევროპაში.  რაც შეეხება 30 ცალიანი კვერცხის ტრანსპორტირებისათვის საჭირო ასეთი პარკის პრაქტიკა მსოფლიოს მასშტაბით სიახლეა.

ამ სახის შეფუთვას არაერთი დადებითი მხარე აქვს: მუყაოს ქაღალდი ეკოლოგიურად სუფთა შეფუთვას გვაძლევს, რაც არ აზიანებს დედამიწას. ასეთი დამოკიდებულებით „სავანეთი“ ზრუნავს ჯანმრთელ მომავალზე და ქმნის სხვა კომპანიებისთვისაც მისაბაძ მაგალითს, რომ ბუნება და სუფთა გარემო თითოეული ჩვენგანის მოვალეობაა. მეორეს მხრივ კი, კომპანიას ასეთი შეფუთვის შესაქმნელად დიდი შრომა და ძალისხმევა სჭირდება.

რაც შეეხება თავად კომპანიას, კვერცხის ფერმა „სავანეთი“ 1999 წელს დაარსდა, 2012 წელს შეეცვალა მფლობელი და ჩაუტარდა რეორგანიზაცია, რასაც მოჰყვა ხანგრძლივი, შრომატევადი და ძვირადღირებული რეკონსტრუქცია. როგორც მენეჯმენტის, ისე დანადგარების ცვლილების შედეგად, კომპანიამ ხარისხის ახალ საფეხურზე აიწია. წელიწადში რამდენჯერმე, ფერმის მიერ წარმოებული სუფთა ქართული კვერცხი სხვადასხვა დამოუკიდებელი ევროპული ორგანიზაციების მიერ კონტროლდება და ხარისხის ნიშანი ენიჭება. მათ შორის, კომპანია ISO სერთიპიკატის მფლობელია.

„კვერცხის ფერმა „სავანეთი“, გარდა იმისა, რომ ერთადერთი მწარმოებელია ფერადი კვერცხისა, ზრუნავს მაქსიმალურად ჯანსაღი, 100% ით ნატურალური ქართული პროდუქტით მომხმარებლების მომარაგებაზე. ჩვენი მიზანია მეტი ინოვაცია, ქვეყნის ეკონომიკაში წინსვლისთვის წვლილის შეტანა და ბაზრის სიახლეებით გახალისება“, – ამბობს ვეფხია ჯავახაძე.

ჩვენს ირგვლივ გარემოს მდგომარეობა უჩვენებს, რომ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოება და მოხმარება მნიშვნელოვანთან ერთად აუცილებელიცაა, რათა დავიცვათ ჩვენი ბუნება და მომავალი თაობა, შევუნარჩუნოთ მათ ბუნების იერსახე, რომელიც ასე აუცილებელია თითოეული ჩვენგანისთვის. „სავანეთი“ ყველა მწარმოებელს ურჩევს, იზრუნოს ეკო ჩანთებისა და პარკების რეალიზაციაზე, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი შეფუთვა არც თუ ისე იაფია კომპანიისათვის.

განხილვა