in

ასტრონომებმა მზის სისტემის მიღმა სავარაუდო სუპერმთვარე აღმოაჩინეს

სუპერმთვარეების აღმოჩენა საკმაოდ რთულ პროცესთანაა დაკავშირებული

მზის სისტემაში მხოლოდ 8 პლანეტაა, ხოლო მათი თანამგზავრების რაოდენობა დაახლოებით 25-ჯერ მეტია. ეს საფუძვლიანი ვარაუდის საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი გალაქტიკა, ირმის ნახტომი, მთვარეებით უნდა იყოს სავსე. მეცნიერებმა მზის სისტემის გარეთ 5000 ეგზოპლანეტის არსებობა დაადასტურეს, თუმცა სუპერმთვარეების შემჩნევა გაცილებთ რთული აღმოჩნდა. ერთი დაუდასტურებელი აღმოჩენა 2017 წელს დაფიქსირდა  და მას Kepler-1625 b-i უწოდეს. ახლა კი მეცნიერებმა სუპერმთვარის მეორე კანდიდატსაც მიაკვლიეს, რომელსაც Kepler-1708 b-i დაარქვეს. 

M2
M2

მზის სისტემის გარეთ არსებული მთვარე, ეგზოპლანეტის ირგვლივ ბრუნავს, რომელიც, თავის მხრივ, ჩვენგან 5500 სინათლის წლით დაშორებული ვარსკვლავის გარშემო მოძრაობს. აქამდე არსებული მტკიცებულებებით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სუპერთვარე საკმაოდ დიდია — დედამიწას დაახლოებით 2.6-ჯერ აღემატება. ის, დიდი ალბათობით აირისებრია, როგორც პატარა ნეპტუნი. მისი ,,მასპინძელი’’ ეგზოპლანეტა კი იუპიტერზე ოდნავ პატარაა. 

საგულისხმოა, რომ სუპერმთვარის პირველი და მეორე აღმოჩენებს შორის ბევრი მსგავსებაა. 2017 წელს აღმოჩენილი Kepler-1625 b-i, ჩვენგან დაახლოებით 8000 სინათლის წლის დაშორებით მდებარეობს, აქვს ნეპტუნის ზომა, ისიც აირისებრია და იუპიტერზე დიდი მასის მქონე ეგზოპლანეტის ირგვლივ ბრუნავს. ორივე სუპერმთვარე მზის სისტემაში მოცემული მთვარეებისგან რადიკალურად განსხვავდება. 

Kepler-1708 b-i ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, ისევე, როგორც მისი წინამორბედი; სინამდვილეში, ზოგიერთი ასტრონომების ნაწილი, თვლის, რომ სიგნლები, რომლებიც სუპერმთვარეების არსებობას გვამცნობს, ხელოვნურია. . 

“სუპერმთვარეების მომხრე” მეცნიერებმა თავიდან აიცილეს კრიტიკა და გამოთვალეს, რამდენად დიდი შანსია იმისა, რომ  Kepler-1708 b-i სიგნალი ხელოვნური იყოს…მათი თქმით, ამის შესაძლებლობა მხოლოდ 1 პროცენტია.

მიუხედავად სიგნალის რეალურობის მაღალი ალბათობისა, კითხვები მრავლად რჩება. ეს ბუნებრივია, რადგან მათი მსგავსი მზის სისტემაში არაფერია. ასევე, სუპერმთვარეებისა თუ ეგზოპლანეტების, ფორმირების მექანიზმები, მზის სისტემის პლანეტებისა და მათი თანამგზავრების ჩამოყალიბების პროცესისგან რადიკალურად განსხვავებულია.

იმის გარკვევა, იქნება თუ არა ახალი აღმოჩენა სუპერმთვარე, მეცნიერების მხრიდან კიდევ დიდ შრომასა და ძალისხმევას მოითხოვს. სულ მცირე, შემდეგი დაკვირვებებით, აუცილებელია დადგინდეს შესაძლებელია თუ არა, სავრაუდო სუპერმთვარისგან მიღებული სიგნალების განსხვავებული ინსტრუმენტებით ამოცნობა.

ავტოსამრეცხაო ჩანჩქერის ქვეშ და პარკინგი კლდეზე – Land Rover-ის კამპანია

კაცობრიობის მსვლელობა ცივი გონებიდან სენტიმენტებამდე და კოლექტივიდან ინდივიდამდე