3
Aug
2016

დის სავარძლიდან თეთრ სახლამდე – ერთი მეწარმის ისტორია

3 Aug 2016

lewis-howes-headლუისი The School of Greatness-ის წამყვანი და ნიუ იორკ თაიმსის ამავე სახელწოდების ბესტსელერი წიგნის ავტორია. LinkdInfluence-ის თანა-დამფუძნებელიც გახლავთ. მაგრამ, სანამ ამ ონლაინ კურსებს შეუდგებოდა და 2013 წელს პრეზიდენტ ობამას ტოპ 100 მეწარმის სიაში მოხვდებოდა, ლუის ჰოუესი უიმედო მეოცნებე იყო, რომელიც თავისი დის დივანს არ შორდებოდა.

pasha-statiebi
pasha-statiebi

ჰოუესმა პროფესიონალური ფეხბურთის კარეიერის შექმნის მიზნით კოლეჯი ადრევე, ყოველგვარი სათადარიგო გეგმის გარეშე დატოვა. შესაბამისად, როცა ორი თამაშის შემდეგ სრული კარიერული კრახი განიცადა – გაკოტრდა. მიხვდა, რომ აღარც სახლი ჰქონდა და აღარც გეგმა. თუმცა იმედი მაინც არ დაუკარგავს.

როგორ მიაღწია შეუმდგარმა მწვრთნელმა თეთრ სახლსა და ნიუ იორკ თაიმის ბესტესელერების სიის პირველ ადგილებს? ამ მოგზაურობაში შვიდი წელი გავიდა თავისი აღმავლობებითა და დაღმავლობებით. დღეს კი მეწარემეებს წარმატების მისაღწევად სპორტსმენის ნაბიჯებიდან ოთხი მნიშვნელოვანი გაკვეთილის მიღება შეუძლიათ.

  1. ჩამოაყალიბეთ კავშირები

პირველი, რაც ფსკერზე ჩაძირულმა ჰოუესმა გააკეთა, თავისი სასწავლებლის პრეზიდენტიდან დაწყებული, ყველას დაუკავშირდა. ყველას ეკითხებოდა, თუ როგორ მიაღწიეს წარმატებას, სწავლობდა მათ ცხოვრებას და რჩევებსაც იღებდა. როგორც კი საკმარისი ხედვა და კავშირები ჩამოაყალიბა, LinkdeIn-ზე პროფესიული ქსელის შექმნას შეუდგა. პლატფორმა მეტი კავშირების გაბმაში დაეხმარა. თავისი პროფილის ოპტიმიზაციას დიდი დრო მოანდომა. LinkdIn-ის პროფილის გაუმჯობესებასთან ერთად, სხვების დახმარების საშუალებაც მიეცა. შუამავლის როლმა კი, ნდობა და ავტორიტეტი მოუტანა. როგორც თავად ამბობს, არც კი იცოდა, რას აკეთებდა. მხოლოდ ის იცოდა, რომ სხვების დახმარების გზას მიაგნო.

„თავიდან არც უნარები მქონდა და არც აუდიტორია მყავდა. სამაგიეროდ, შემეძლო ადამიანები იმათთან დამეკავშირებინა, ვინც მათ დახმარებას შეძლებდა“, ამბობს ჰოუესი. „შუამავლობა ნამდვილად ძლიერი რამაა“.

  1. ჩამოაყალიბეთ მკაფიო ხედვა

ჰოუესის მსგავსად ბევრს შეუძლია თავის ცოდნაზე დაყრდნობით მიმართულება აირჩიოს, თუმცა გამოცდილების ასეთი სწრაფი ზრდა იშვიათია. როცა ასეთი წარმატების გასაღებზე ჩავეკითხე, მიპასუხა, რომ მთელი არსებით ცდილობდა თავისი მოგზაურობის შემდეგ ეტაპზე გადასულიყო.

„ყველაფერს ვაკეთებდი, რაც თუნდაც ერთ დოლარს მაშოვინებდა“, ამბობს ჰოუესი.

ლუისის თქმით, დამწყები მეწარმისთვის ადვილი სათქმელია – „ბევრი ფულის შოვნა მინდა“, მაგრამ, ეს არ კმარა. თქვენ იმგვარად უნდა დაკონკრეტდეთ თქვენს სურვილებში, რომ ხელახლა ჩამოაყალიბოთ ზუსტად ის, რაც გსურთ. ჰოუესმა თავდაპირველად მკაფიო მიზანი დაისახა – თვეში $1000 გამოემუშავებინა. შემდეგ თავისი დის დივნიდან ადგომაზე და საკუთარ ბინაში გადასვლაზე ფოკუსირდა. ხედვა იმ დრომდე არ შეცვალა, სანამ მისმა შემოსავალმა თვეში ჯერ $5000, შემდეგ კი $10 000 არ შეადგინა. ამ ვალდებულებამ ხელი შეუწყო ადვილად გაევლო ის გზა, რასაც ყველა მეწარმე ადგება.

„ჩემი ხედვის ერთგული ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ დრო და დრო კრახს განვიცდიდი“, ამბობს ლუისი. „თავს ვივალდებულებდი საკუთარი თავისთვის უკეთესი ცხოვრება შემექმნა და რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის გავმხდარიყავი ღირებული“.

  1. გაავრცელეთ თქვენი ხედვა

ჰოუესის წარმატების შემდეგი გასაღები – მისი ხედვის გავრცელებაა.

„ადამიანები არ ამჟღავნებენ საკუთარ სურვილებს“, აღნიშნავს ლუისი. „მე კი ვამბობ: ‘ეს არის ჩემი ხედვა, აი, ეს მინდა და ამას ყველას ვეუბნები’. ამგვარად სხვა ადამიანებს ჩემი ხედვის მხარდაჭერის უფლებას ვაძლევ“.

ჰოუესი მეწარმეებს თავიანთი მიზნების ყველასთვის გაზიარებას ურჩევს, რადგან შესაძლოა, სწორედ თქვენ გვერდით იდგეს ის, ვისაც თქვენი დახმარება შეუძლია. როცა მენტორს ეძებდა, ყველას მოუყვა, თუ ვის და რას ეძებდა. ბოლოს თავისი მენტორი ყოფილი შეყვარებულმა აპოვნინა. ამავე სტრატეგიით მიაგნო პირად ასისტენტსაც, ე.წ. ცხოვრების მენეჯერს, რომელიც მის მაგივრად დადის მაღაზიაში, ამზადებს სადილს, ალაგებს და ადმინისტრაციულ დავალებებსაც ასრულებს. ყველას უყვებოდა, რომ ასისტენტს ეძებდა და მისთვის საჭირო თვისებებზეც ამახვილებდა ყურადღებას და ბოლოს თავისი ქიროპრაქტიკოსის საშუალებით მიაგნო კიდეც მას.

  1. იზრუნეთ თქვენს აუდიტორიაზე

ჰოუესმა თავისი იმპერიის აგება სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მისმა რამდენიმე მეგობარმა და ნაცნობმა LinkedIn-ში გარკვევა სთხოვა. მიხვდა, რომ არსებობდა საჭიროება, შეისწავლა საჭირო უნარები და შემდეგ უკვე სხვებს უწევდა მომსახურებას – თავდაპირველად, როგორც კონსულტანტი, შემდეგ კი ონლაინ კურსის მეშვეობით. პროცესს ისევ და ისევ იმეორებდა და თავის აუდიტორიას მუდმივად ეკითხებოდა მათი იმჟამინდელი საჭიროებების და შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

ჰოუესმა თავის ონლაინ ბიზნესის ნახევარი თავის პარტნიორს, სტეფან მალარკის მიჰყიდა და გადაწყვიტა, რომ რაღაც უფრო დიდის შექმნის დრო იყო. რამდენადაც მენტორებსა და ავტორიტეტებზე მიუწვდებოდა ხელი, მიხვდა, რომ სწორედ იმ ინფორმაციას იღებდა მათგან, რის ცოდნასაც სხვებიც ისურვებდნენ.

„ადამიანებს ერთი-ერთზე ვუკავშირდებოდი, საუკეთესო გონების პატრონებს ვესაუბრებოდი“, იხსენებს ჰოუესი. „ზოგ ჩემს მეგობარს პოდკასტი ჰქონდა და ვიფიქრე, თუ მათ მოახერხეს, მეც შევძლებდი მის გაკეთებას. შესაბამისად, გადავწყვიტე და შევქმენი კიდეც ისეთი პოდკასტი, რომლის მოსმენასაც მე თვითონ ვისურვებდი“.

ახლა კი, საკუთარი პოდკასტითა და წიგნით, ჰოუესი თავის თამამ მიზანს აცხადებს – სიცოცხლის ბოლომდე 100 მილიონ ადამიანს მოემსახუროს. ამ მისიის წყალობით არც არის გასაკვირი, რომ მილიონობით მსმენელი ჰყავს, რომლებიც მის მხარდასაჭერად ერთიანდებიან. მაგრამ ჰოუესი თავის აუდიტორიას ასეთ პასუხისმგებლობას ხშირად არ აკისრებს.

„თქვენს აუდიტორიას სამაგიეროდ ნურაფერს სთხოვთ“, ამბობს ლუისი. „შვიდ წელიწადში ერთხელ შეიძლება ვთხოვო: ‘ჩემს წიგნს ხომ არ დაარეკლამებდით?’. მაგრამ, ამას ყოველთვის მოსდევს: ‘რით შემიძლია დაგეხმაროთ?’“

ლუისის გულუხვობამ თავისი შედეგი გამოიღო, რადგან მთელი აუდიტორია მისი წიგნის უკან გაერთიანდა, რამაც ჰოუესი ნიუ იორკ თაიმსის ბესტესელერების მესამე ადგილზე მოახვედრა. მისი თქმით, მსგავსი რამ ყველა მეწარმეს შეუძლია გააკეთოს, თუ ადამიანების პრობლემებს ყურადღებით ისმენენ, გადაწყვეტილებას პოულობენ და შემდეგ მათაც ასწავლიან ამ გადაწყვეტილებას. გაეცით, რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება მეტისთვის და წარმატებასაც მიაღწევთ. „თუ იციან, რომ თქვენი ნდობა შეიძლება, საბოლოოდ ამ ყველაფრის მონეტარიზაციას შეძლებთ“.

წყარო: Entrepreneur

web-rubrikis-sponsori-150dpi-01



განხილვა