Volkswagen-ის ახალი ავტომობილი GTE-ს სავარძლები იმდენად დახვეწილი და კომფორტულია, რომ მასზე ჯდომა არა თუ ადამიანს, არამედ საყვარელ ოთხფეხა მეგობარს, ბორდოულ დოგსაც ძალიან სიამოვნებს. დოგი საბარგულებში თავს კომფორტულად ვერ გრძნობს, ამიტომ ყველგან კარგად მოსაკალათებელ ადგილს ეძებს. საყვარელი ოთხფეხა გმირი ასეთ ადგილს მიაგნებს კიდეც და ისე მოხერხებულად მოკალათდება, რომ პრეტენზიის გამოხატვის სურვილსაც კი დაუკარგავს ნებისმიერს.