in

The-O — სავარჯიშო ველოსიპედი, რომელიც ავეჯის ფუნქციასაც ითავსებს

იგი ორ ზომაშია ხელმისაწვდომი

რამდენად ხშირად გიჩნდებათ ხოლმე იმპულსური სურვილი იმისა, რომ რაიმე ნივთი შეიძინოთ და შემდეგ მტვრისთვის “გაწიროთ”? ალბათ, მსგავსი შემთხვევა სავარჯიშო ველოსიპედთან მიმართებითაც მომხდარა — როცა ვარჯიშისთვის ხართ მოწადინებული და დაუფიქრებლად ყიდულობთ მას, “ვარჯიშის დაწყების ორშაბათი” კი არა და არ დგება… ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შეიქმნა The-O, მინიმალისტური სავარჯიშო ველოსიპედი, რომელიც ოთახში არა თუ უბრალოდ იკავებს ადგილს, არამედ ავეჯის ფუნქციასაც ითავსებს.

BOG
BOG

ფიტნეს აქსესუარი უპირველესად სივრცის მოთხოვნილებას აკმაყოფილებს. იგი სრულად მინიმალისტური და ყველა დამატებითი ფუნქციისგან დაცლილია. The-O-ს გამოყენება შეგიძლიათ სავარჯიშოდ, უბრალოდ დასაჯდომად, წიგნებისა და ყვავილების დასადებად — მოკლედ რომ ვთქვათ, ვარიანტები უსასრულოა…

მოწყობილობაზე იმუშავეს დიზაინერებმა Kim Dambi, Kim Kyung Jin, Park Sangjin, Park Sung Soon და იგი ორ ზომაშია ხელმისაწვდომი. ასე რომ, შეგიძლიათ, მოდელი საცხოვრებელი ფართის შესაბამისად შეარჩიოთ.

Instagram ახალ, Take a Break ფუნქციას ტესტავს!

In Flow: Producers – „ჰენესისა“ და DRO-ს კოლაბორაცია გრძელდება!