ყველა ბავშვს აქვს პოტენციალი, ხელი შეუწყოს უკეთესი მომავლის შენებას, ასე სწამთ Save the Children-ის საქველმოქმედო ორგანიზაციაშიც, ამიტომ კამპანიაშიც სწორედ ამ გზავნილს ავრცელებენ — ბავშვებს უკვე ზრდასრულების როლში წარმოგვიდგენენ, ქირურგებად, შეფებად, ქოუჩებად… და თითოეულის პოტენციალს გვაჩვენებენ, თუმცა მომავლის ამგვარ ხედვას აწმყო აფერხებს… თითქოს ბავშვების თამაშებს ჰგავს, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ხდება.
„ადამიანები ყოველდღიურად იგებენ ცუდ ამბებს. სტრესის ამ მუდმივ ნაკადს ხშირად უმწეობამდე მივყავართ, როცა არ ვიცით, საიდან დავიწყოთ… სწორედ ამიტომ, ბავშვებს მსხვერპლად კი არ წარმოვაჩენთ, არამედ ისე, როგორც მათ Save the Children ხედავს, ანუ სრული პოტენციალით — თუ ბავშვს ახლა დაეხმარებით, ამას გრძელვადიანი შედეგი მოჰყვება“, — განმარტავს დაგ ფრიდლუნდი, TBWA\Neboko-ს შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
ამგვარად, „მსოფლიოს შეცვლა ბავშვებით იწყება“:












