საპროდიუსერო კომპანია Bacon-ისა და ოსლოში დაფუძნებული სარეკლამო სააგენტო POL-ის ახალი ვიდეორგოლი იმ საშინელ რეალობას ეხება, რომლის წინაშეც არაერთი ბავშვი იმყოფება… სიუჟეტი საშინელ აფეთქებას გადარჩენილი ორი ბავშვის კადრით იწყება — ისინი ერთად გაურბიან არეულობას საკუთარი ფანტაზიის სამყაროში, თუნდაც დროებით.
ორწუთიან ვიდეოში ომის ზონის შემზარავ გარემოს ვხედავთ, რომელსაც ბავშვები საოცნებო სამყაროს უპირისპირებენ. თითქოს, ასე ახერხებენ ყურადღების გადატანას, ამ თავდაცვის მექანიზმის გააქტიურების გზით. სიუჟეტს კი ფონად გასდევს 1971 წლის სიმღერის, Pure Imagination-ის ახლებური ვერსია.
რეალურად, ავტორების მთავარი მიზანი გლობალური ჰუმანიტარული ორგანიზაციისთვის შემოწირულობების გაზრდისკენ მოწოდება იყო.
P.S. ვიდეოს ნახვას მხოლოდ იუთუბზე შეძლებთ, ასაკის დადასტურების შემდეგ.