in

რატომ უნდა დავზოგოთ წყალი დღეს?!

#დაზოგეწყალი (Georgian Water and Power); Save Water . . . Save Life (Heights Cairo Egypt); Save It Before You Need It (Big Ideas HR Consulting); One Drop Wasted Is a Drop Too Much (Environmental Education Centre) ამ და სხვა მესიჯებით კომპანიები მთელს მსოფლიოში ეხმაურებიან წყლის დეფიციტის საკითხს.

BOG
BOG

 

იმის მიუხედავად, რომ დედამიწის, დაახლოებით, 71% წყალს უკავია, ადამიანი მის ძალიან მცირე ნაწილს მოიხმარს. ჩვენი პლანეტის 97%-ზე მეტი მლაშე წყლებს წარმოადგენს. ეს არ არის სასმელი წყალი, ანუ მისი გამოყენება საყოფაცხოვრებო მიზნით შეუძლებელია. დარჩენილი 3%-ზე ნაკლები მტკნარი წყლები კი დედამიწის ბუნებრივი ფუნქციონირებისათვის გამოიყენება და, საბოლოოდ, ისიც ზღვებსა და ოკეანეებში ჩაედინება.

აღსანიშნავია, რომ დღეს წყლის დეფიციტს დედამიწის მოსახლეობის 40% განიცდის. როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, 2025 წლისთვის ამ პრობლემის წინაშე უკვე მისი 2/3 აღმოჩნდება. არა და, წყლის რესურსის საჭიროება მუდმივად იზრდება, დღეს ადამიანი ბევრად მეტ წყალს მოიხმარს, ვიდრე, 100 წლის წინ.

დღეს 

  • 80 ქვეყანა, სადაც მსოფლიოს მოსახლეობის 40% ცხოვრობს, წყლის დეფიციტს განიცდის.
  • ყოველწლიურად, 3,4 მლნ ადამიანი იღუპება წყლისა და სანიტარიულ – ჰიგიენურ პრობლემებთან დაკავშირებული მიზეზებით.
  • მსოფლიოში, ყოველ მეხუთე ადამიანს ხელი არ მიუწვდება სუფთა წყალზე.
  • უვარგისი სასმელი წყლის გამო, ყოველდღიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 5 000-ზე მეტი ბავშვი იღუპება.
  • წყალზე მოთხოვნა ყოველ 20 წელიწადში ორმაგდება. სხვადასხვა მონაცემებით,  მე-20 საუკუნეში წყალზე მოთხოვნა 6-ჯერ გაიზარდა, მოსახლეობის რაოდენობა კი – 2-ჯერ.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, წყლის რესურსის გადარჩენის 2 პრინციპი არსებობს: მისი დაცვა და დაზოგვა.

მეცნიერების თქმით, რაც უფრო მეტ წყალს დაზოგავს ადამიანი, მით მეტს გამოიყენებს მცენარეთა და ცხოველთა სამყარო, ეს კი უზრუნველყოფს, დედამიწაზე, ეკოლოგიური ბალანსის დაცვას. მათი თქმით, წყლის დაზოგვა აუცილებელია მის შესანარჩუნებლად, რომ მომავალში ხელმიუწვდომელი არ გახდეს, რადგან, ეს რესურსი სამუდამოდ შეუზღუდავი არ არის.

სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, კერძო კომპანიები, საერთაშორისო ორგანიზაციები თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები ცდილობენ, მოსახლეობას დაანახონ პრობლემა და დღეს წყლის რესურსის დაცვისა და დაზოგვის აუცილებლობა.

მასალა მომზადებულია სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემის მასალებზე დაყრდნობით.

[R]

Metro Production-ის ახალი პოზიციონირება – სრული პროდაქშენ სერვისი ქართული და უცხოური სააგენტოებისთვის

მუზეუმი გამოძახებით – ჩემოდანში ჩატეული თანამედროვე ქართული ხელოვნება