ა.შ.შ.-ს ყველაზე მზიან შტატში, კალიფორნიაში უკვე სამი წელია წყლის ეკონომიური მოხმარებისთვის იბრძვიან.
კალიფორნიის პრობლემასთან დაკავშირებით რეჟისორმა ბენეტ ჯონსონმა სოციალური რეკლამა გადაიღო, რომელიც კამპანია #SaveCaliforniasLifeblood-ის ნაწილი გახდა. კამპანია მოსახლეობას წყლის ეკონომიური გამოყენებისკენ მოუწოდებს, შეიძლება ითქვას თხოვნითაც მიმართავს.
რეჟისორმა სარეკლამო რგოლში წყალსა და სისხლს შორის პარალელი გაავლო. სისხლი ჩვენს ორგანიზმში მოძრაობს, კალიფორნიის მიწაში კი წყალის მოძრაობაა აუცილებელი. ვიდეო წყლის გამოყენების ვარიანტებს განიხილავს და ერთ-ერთ ვარიანტში, სადაც ონკანიდან წყალი უნდა მოდიოდეს სისხლი მოდის.
“არ დაცალო დედამიწა სისხლისგან”










