in

ფულის დაზოგვის 5 ხერხი მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანებისგან

დოლი პარტონი ყინავს ნარჩენებს, სარა ჯესიკა პარკერი აცმევს შვილებს მეორად ტანსაცმელს, ვარენ ბაფეტი, ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი პლანეტაზე, იხდის მაკდონალდსის საკვებში კუპონებს. არის, თუ არა ეს უბრალოდ, უცნაური ჩვევა, რომელიც მდიდრებსა და ცნობილებს ახასიათებთ? ეს არის იმ გზის ილუსტრაცია, თუ როგორ მოიპოვებენ და ინარჩუნებენ მილიონერები საკუთარ სიმდიდრეს – ფულის ეფექტური, გონივრული და წინდახედული მენეჯმენტი.

ბევრი მდიდარი ადამიანი, რომელიც გაიზარდა გაჭირვებაში, მოცემულობის ცვლილების შემდეგაც ვერ აღწევს თავს ხელმომჭირნეობის ჩვევას და ეძებს მომგებიან გარიგებებს. რთულია დაიჯერო, თუმცა ჯ. როულინგი წუხს ზედმეტი ფულის ერთბაშ ნაკადზე. მას დისკომფორტს უქმნის დიდი შემოსავალი, რომელიც „ჰარი პოტერის“ ტომეულების ბესტსელერობის შედეგად მიიღო. ცხადია, მდიდრების უმეტესობა არ ცხოვრობს იმდენად ხელგაშლილად, რამდენადაც შეიძლება ეს შორიდან წარმოგვედგინოს. ჩვენ შეგვიძლია ვისწავლოთ მათ მაგალითზე – ისინი ზოგავენ, ფლანგვის ნაცვლად. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია ჰქონდეს უმჯობესი ფინანსური მდგომარეობა, ვიდრე დღეს, ეს კი შესაძლებელია ჭკვიანური არჩევანით, რომელიც უკავშირდება ხარჯებს, დანაზოგებსა და ინვესტიციებს.

იცხოვრეთ თქვენს რესურსებზე დაბლა
1950-იანების ბოლოს, ბაფეტი გადავიდა სახლში, რომელიც იყიდა, დაახლოებით, 30 000 $-ად. ამის შემდეგ, Business Insider-ის თქმით, ის არსად გადასულა. შეეძლო მას მიეცა საკუთარი თავისთვის შვებულებების, ან დიდი სახლის შესაძლებლობა? ის უბრალოდ, არ არის დაინტერესებული გადასვლით. იმავე პრინციპს მისდევს მექსიკელი ბიზნესმაგნატი კარლოს სლიმ ჰელუ. ოთხი დეკადაა მას საცხოვრებელი არ გამოუცვლია. იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენ არ ხართ მდიდრების სიაში, შეგიძლიათ საყოფაცხოვრებო ხარჯები შეამციროთ. მაგალითად, ეცადოთ ხშირად ატაროთ ლანჩი სახლიდან.

იყიდეთ ბითუმად
ბითუმად, ანუ დიდი რაოდენობით პროდუქტის ერთბაშად ყიდვა/მომარაგება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია თქვენი ხარჯების შესამცირებლად. პროდუქტი, რომელიც მალფუჭებადი არ არის და ყოველდღიურად გჭირდებათ, მაგალითად: ერთჯერადი ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდები, შამპუნი, საპონი, კბილის პასტა და ა.შ. შეგიძლიათ გაცილებით იაფად იყიდოთ ერთბაშად, ვიდრე კვირაში, თუ ორ კვირაში ერთხელ იყიდდით. მარკ კუბანი თავის ვიდეორჩევებში აღნიშნავს, რომ ორი წლის სამყოფი კბილის პასტის, ან სხვა საყოფაცხოვრებო ნაწარმის ყიდვა მაშინ, როცა მათ ფასდაკლებაში ნახავთ, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ იხდით ბევრს, ზოგავთ თანხას გრძელ ვადაში.

იყიდეთ გონივრული ტრანსპორტი გადასაადგილებლად
ნუ ელით, რომ მარკ ზაკერბერგს როდესმე ფერარის მართვისას შეამჩნევთ. Business Insider-ის მონაცემებით, ფეისბუკის დამფუძნებელი გადაადგილდება Volkswagen GTI-თი. ეს მანქანა კი ძალიან შორს არის სპორტული ავტომობილისგან, რომელსაც 800 ცხენის ძალა აქვს. ევროპის მასშტაბით, ძალიან ბევრი პოლიტიკოსი თუ ბიზნესმენი, ყოველდღიური გადაადგილების საშუალებად ველოსიპედს ირჩევს. უნდა გამოიმუშავოთ პრაგმატულობა თქვენი გადაადგილების საშუალების შერჩევისას. მანქანა, რომელიც ბევრ საწვავს მოიხმარს, რა თქმა უნდა, გონივრული გადაწყვეტილება არასდროსაა, თუ თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესება გაქვთ განზრახული.

იმგზავრეთ ეკონომ კლასით
პირველი, ან ბიზნეს კლასი მშვენიერი და მიმზიდველი ცდუნებაა, თუმცა, ეკონომ კლასით მგზავრობით თქვენ შეგიძლიათ დაზოგოთ მოგზაურობის ხარჯები. ინგვარ კამპრადი, Ikea-ს დამფუძნებელი ყოველთვის მსგავს არჩევანს აკეთებს. მართალია, პირველი, ან ბიზნეს კლასი უფრო კომფორტულია, თუმცა, თანამედროვე სამყაროში, მით უფრო, გადაადგილებისას, მთავარი ფაქტორი დროა. არ აქვს მნიშვნელობა რომელი კლასით მგზავრობთ, ფრენის დრო მთელი ბორტისთვის ერთია.

გამოიყენეთ კუპონები
სავარაუდოდ, არც ისე ბევრი დრო გაქვთ იმისათვის, რომ კუპონი ეძებოთ, ან გაგახსენდეთ, თუმცა, ამან არ უნდა შეგაჩეროთ, როცა საქმე ფასდაკლებას ეხება. ცოტათი, უხერხულად გრძნობთ თავს, როცა კუპონის გამოყენების ფიქრი გაგივლით გონებაში? თუ კი კრისტიან ბეილი და სხვა ვარსკვლავები იყენებენ კუპონებს, რომ დაზოგონ შემოსავლები, ნებისმიერს შეუძლია ამის გაკეთება და ასეც უნდა იყოს. არასდროს იფიქროთ, რომ კუპონი ღარიბად წარმოგაჩენთ. ეს ძალიან ჩვეულებრივი გზაა როგორც ღარიბი, ისე მდიდარი ადამიანებისთვის, ხარჯების მინიმალიზებისთვის.

ფინანსური წარმატება გულისხმობს მეტს, ვიდრე უბრალოდ, მაღალი შემოსავლის გამომუშავებაა. მნიშვნელოვანია ამ შემოსავლის სწორი, პრაგმატული გადანაწილება. გზა იმისკენ, რომ იყოთ მეტი, ვიდრე უბრალოდ, ყოველთვიური შემოსავლის მქონე ადამიანი გულისხმობს ყოველდღიურ, გონივრულ ფინანსურ გადაწყვეტილებებს.



Aviabiletebi.org – ავიაბილეთების ქართული საძიებო სისტემა

Uber-ს ახალი ლოგო აქვს!