in ,

“სავინო” – პრემიუმ სეგმენტისთვის განკუთვნილი ჩამოსასხმელი ღვინო

კომპანია „სავინო“, რომელიც 2015 წლის ზაფხულში დაარსდა მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის ღვინოსა და მიწოდების მათთვის ხელსაყრელი ფორმას. სპეციალურად სავინოსთვის შეიქმნა მაღალტექნოლოგიური ღვინის ჩამოსასხმელი აპარატი, რომელიც ღვინოს მის თვისებებს უნარჩუნებს.

“პირველ ეტაპზე მომხმარებელს შევთავაზეთ „სავინო“-რქაწითელი. ახლო მომავალში კი, დავამატებთ სხვა სახეობის წითელ და თეთრ ღვინოებსაც”,- ამბობს კომპანიის დირექტორი გია თანდაშვილი.

M: როგორ შეარჩიეთ სახელი 

სახელი „სავინო“ აერთიანებს ჩვენ მიერ შექმნილ თანამედროვე კონცეფციასა და ღვინის სამყაროს. ვფიქრობთ, რომ ადვილად დასამახსოვრებელია. სახელი  კარგად ერგება ადგილობრივ და საზღვარგარეთის ბაზარს. მისი წარმომავლობა სრულიად ქართულია და მომდინარეობს სიტყვებიდან „საღვინე, საღვინო“. სახელი „სავინო“ იდეალურად ერგება პროდუქტის შემადგენელ ორ კომპონენტს: ღვინოსა და აპარატს.

marketeriM: როგორი არის მისი პოზიციონირება 

სავინო არის პრემიუმ სეგმენტისთვის განკუთვნილი ჩამოსასხმელი ღვინო. ის ხარისხით, მიწოდების ტექნოლოგიითა და მიწოდების ფორმით დგას უფრო მაღალ საფეხურზე, ვიდრე სხვა ჩამოსასხმელი ღვინის მწარმოებლები.

M: სავინოსგამორჩეული ლოგო, ვებგვერდი და სხვა მახასიათებელი აქვს, ვის ეკუთვნის იდეა და შესრულება ?

მარკეტინგული მომსახურება გაგვიწია კომპანიამ Betterfly | DDB . მათ ეკუთვნით ლოგო, შეფუთვა და სხვა. ასევე, მათ შექმნეს „სავინოს“  ორიგინალური ვებ გვერდიც.  ჩვენი მიზანი იყო, რომ ვებ-გვერდი ყოფილიყო ინფორმაციული და მარტივად გვეჩვენებინა, როგორ ყენდება ღვინო და რა ეტაპებს გადის, სანამ ის მომხმარებელთან აღმოჩნდება. ეს ყველაფერი ჩვენს საიტზე საკმაოდ ინოვაციურად და მომხიბვლელად არის გადმოცემული.

M: კონკურენცია საკმაოდ დიდია. რა არის თქვენი უპირატესობა ?

რა თქმა უნდა, ხარისხი და ტექნოლოგია, რომლის საშუალებითაც, ჩვენ გამოვრიცხავთ „სავინოს“ ფალსიფიკაციას. ასევე, ჩამოსასხმელი აპარატი, რომელიც ღვინოს რეკომენდირებულ ტემპერატურას უნარჩუნებს, ადვილია მისი დაჭაშნიკება. „სავინოს“  არ აქვს კონკრეტული მისამართი და ამიტომ ის მომხმარებლისთვის უფრო ხელმისაწვდომია.



Integral – ახალი ბრენდი ქართული მოდის ინდუსტრიაში

Nike-ს ახალი სამოტივაციო რეკლამა