in

Sawai — ჩაის ისტორიით შთაგონებული რომის ბრენდი

მას ჩაის არომატი აქვს…

ინდოეთსა და სამხრეთ აზიაში ჩაის საკმაოდ დიდი და კარგად ცნობილი ისტორია აქვს. თუმცა ნაკლებად იციან იმ სანელებლების მსგავსებების შესახებ, რომლებიც ტრადიციულად ჩაისთვის გამოიყენება და რომლებიც სანელებლებიან რომთან ასოცირდება… 

Sawai კი ახალი ალკოჰოლური ბრენდია და სწორედ ამ მსგავსებების დანახვას ისახავს მიზნად. რომს გვთავაზობს, რომელიც სავსეა დარიჩინით, მიხაკით, ანისის ვარსკვლავით, მწვანე კარდამონითა და Assam-ის ჩაით. ამგვარად, იგი ინდოეთის ასამის რეგიონში ჩაის მეურნეობის თემების არსებობის მტკიცებულებასაც გვაწვდის. 

წარმოგიდგენიათ, რამდენად საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო ამ ბრენდის ეტიკეტისა და დიზაინის მოფიქრება?! თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ის სწრაფად მზარდი ბაზრისთვისაც მიმზიდველი უნდა ყოფილიყო… ამ გამოწვევას კი Studio Drama არ შეუშინდა. ალბათ, გასაკვირი არ იქნება, თუ გეტყვით, რომ ინსპირაცია სახელი Sawai-დან მოდის, რომელიც პირდაპირ ითარგმნება, როგორც მეოთხედი და სწორედ ამიტომ ხედავთ მას ეტიკეტზეც.

რაც შეეხება ვიზუალურ ნიშნებს, ეს სააგენტომ ინდოეთისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში აღმოაჩინა. შეფუთვის დანარჩენ ნაწილზე კი ისინი მდიდარ ფერთა პალიტრას გვთავაზობენ, რომელსაც მუქი მწვანე, ოქროსფერი და წითელი შეადგენს.

უდავოდ, შტამპის მსგავსი ვიზუალური ენა მე-19 საუკუნის ჩაის ყუთებსა და რომის ქილებს მოგაგონებთ. როგორც წესი, ეს ნიშანი ხარისხის ან პროდუქტის წარმოშობის მისანიშნებლად გამოიყენებოდა. თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ Sawai-ის შრიფტიც სწორედ ამ მიდგომით არის შთაგონებული. მეტიც, ჰინდის ენაზე გადათარგმნა რომ შესაძლებელი გამხდარიყო, ძირითადი შრიფტის შესავსებად Devanagari, ინდური დამწერლობის ერთ-ერთი ფორმა შემოიტანეს… შთამბეჭდავია, არა?!

პროდუქტის შეფუთვის დიზაინის ტენდენციები 2023 წელს

ნახეთ: საუკეთესო კადრები ძაღლების ფოტოგრაფიის კონკურსიდან