რა შეიძლება მოუფიქრო ორიგინალური ისეთ პროდუქტს, რომელიც მილებს ჭუჭყისგან ასუფთავებს? საწმენდი საშუალებების მწარმოებელმა კომპანია Liquid-Plumr-მა თავისი პროდუქტისთვის ყველაზე სასაცილო, თანაც შესაფერისი ასოციაცია გამონახა და სააგენტო FCB Chicago-ს დახმარებით, მისთვის სარეკლამო რგოლიც შექმნა. სანახაობა, ყოველდღიურობიდან გამომდინარე, ნაცნობია და მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ტაქსების მძღოლებით როდი შემოიფარგლება, ჩამონათვალი გაცილებით გრძელია: მეხანძრე, ყვავილების გამყიდველი, მხატვარი, სპორტსმენი, უბრალოდ ქუჩაში გამვლელი გოგონები და დიასახლისებიც კი.
https://www.youtube.com/watch?time_continue=46&v=r3GZq53S0ng














