Nike-ის კამპანია და უშუალოდ მისი დევიზიც Just Do It ყოველთვის ბარიერების გადალახვასა და შესაძლებლობების გაუმჯობესებას ნიშნავდა. ბრენდის ახალი სარეკლამო აქტივობა, მართალია, ცოტათი განსხვავებულია, მაგრამ მაინც არ ღალატობს თავის ხასიათს. 4 ვიდეორგოლი, რომელთა შექმნაზეც სააგენტო Wieden + Kennedy-მ იმუშავა, ვარჯიშის ყველაზე უცნაურ, სამოტივაციო საშუალებებს წარმოგვიდგენს. კამპანია მათთვისაა, ვისაც აქტიური ცხოვრების დასაწყებად სერიოზული სტიმული და მიზეზი სჭირდებათ. ოთხივე შემთხვევა საკმაოდ უცნაური, ამასთან საკმაოდ სახალისოა.
https://www.youtube.com/watch?v=nOtVMK1UwF4
https://www.youtube.com/watch?v=eDLz4-v1F98
https://www.youtube.com/watch?v=lkmWzb7QUzY
https://www.youtube.com/watch?v=LU3UzxWhzsY














