in

როგორ მოვიფიქროთ კარგი სახელი ჩვენი ბიზნესისთვის

როდესაც ბიზნესს მიმზიდველი სახელწოდება აქვს, ის იწვევს საზოგადოების დაინტერესებას, აქვს ინფორმაციული ხასიათი და შესაძლებლობას გაძლევთ, გაფართოვდეთ სხვა ბაზრებზე. ის უნდა იყოს ისეთი, რომ მალე არ მოგიხდეთ მისი შეცვლა და არ ჩამორჩეს მოდას. 

ბიზნესისთვის კარგი სახელის მოფიქრება საკმაოდ რთული საქმეა და ამისთვის მარკეტინგულ სამყაროში ცალკე მიმართულებაც არსებობს, ე.წ. „ნეიმინგი”, რომელიც კომპანიის სახელზე მუშაობას გულისხმობს. არსებობს დადასტურებული მიდგომები, რომლებიც შეიძლება გამოვიყენოთ ამ საქმეში და მათგან რამდენიმე ძირითად მიდგომას გაგიზიარებთ.

1. ორიგინალურობა

ორიგინალური, უნიკალური ბიზნეს სახელის მოძიება რთულია და ბევრი ახალი ბიზნესის მფლობელი ცდილობდა მის მოფიქრებას. ზოგს გამოუვიდა, ზოგს არა. ორიგინალური სახელის მოსაფიქრებლად მარკეტერები სიტყვებით თამაშს გვირჩევენ. სხვადასხვა სიტყვის კრეატიული კომბინაციით შესაძლებელია რაიმე განსხვავებულის მოფიქრება. მაგალითისთვის ავიღოთ უცხოური ბრენდები: Spoon Me – გაყინული იოგურტის ბიზნესი, Frying Nemo – თევზის რესტორანი, Knobs and Knockers – კარის აქსესუარების მაღაზია.

ორიგინალური სახელის მოსაფიქრებლად შთაგონებისთვის გამოიყენეთ სინონიმების მეთოდი. მსგავსი სიტყვების პოვნა შეიძლება სახელწოდებაში გამოსაყენებლად გამოგადგეთ

2. სახელწოდება უნდა იყოს დასამახსოვრებლად ადვილი და წარმოსათქმელად მარტივი

სახელები, რომელთა წარმოთქმა და დამახსოვრებაც რთულია, ხშირად ვერ იღებენ მაღალ შეფასებებს. მაგალითად, UCLA-ს ერთ-ერთმა პროფესორმა განმარტა, რომ ძნელად წარმოსათქმელი სახელები აქციების შეძენის შესაძლებლობას ამცირებს. მეტიც, ეს ეხება ადამიანებსაც. დავუშვათ, თუ პოლიტიკოსს ძალიან უჩვეულო და რთულად აღსაქმელი სახელი ჰქვია, ის საზოგადოებრივ გამოკითხვებში ნაკლებად ცნობილია.

3. იფიქრეთ მომავალზე

არავინ იცის, რა გველოდება მომავალში, მაგრამ მნიშვნელოვანია ამის დაგეგმვა. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიასთან დაკავშირებული ტერმინების გამოყენება კარგი სტრატეგიაა, თქვენ უნდა მოერიდოთ თქვენი ბიზნესის შეზღუდვას მისი მდებარეობის ან პროდუქტის სპეციფიკური მახასიათებლებით. ამის ნაცვლად, იფიქრეთ თქვენი კომპანიის ისტორიაზე, მიზნებზე და უნიკალურ ღირებულების შეთავაზებაზე. ეს დაგეხმარებათ ბიზნესის სახელწოდების იდეების შემუშავებისას. 

‘4. ბრეინშტორმინგი

გუნდის წევრების ერთობლივი მსჯელობა, გამოკითხვების ჩატარება, მეგობრების აზრით დაინტერესება, სპეციალური საგენერაციო ინსტრუმენტების გამოყენება – ბრეინშტორმინგის განუყოფელ ნაწილად უნდა აქციოთ სახელის მოფიქრებისას.

დაიწყეთ თქვენი ბრენდის ხმაზე და პიროვნებაზე ფიქრით – როგორ გსურთ გამოიყურებოდეს და ჟღერდეს? და რა გინდათ, რომ მაყურებელმა იფიქროს და იგრძნოს თქვენი სახელის დანახვისას? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ფიქრის პროცესს გაამარტივებს. 

  1. გაითვალისწინეთ ბრენდინგი

როდესაც თქვენ ბიზნესის სახელზე მუშაობთ, უნდა გაითვალისწინოთ ისეთი სახელის შერჩევა, რომელიც ყველგან კარგად გამოიყურება, სადაც არ უნდა გამოიყენოთ ის. გადახედეთ თქვენი ლოგოს დიზაინს, შექმენით იმიტირებული ელფოსტის ხელმოწერა, ხშირად წარმოთქვით, გამოიყენეთ იგი საუბარში და მოუსმინეთ როგორ ჟღერს, როცა ამას სხვები ამბობენ.

  1. ეცადეთ, არ გამეორდეთ

აუცილებლად გადახედეთ ბაზარზე არსებულ სახელებს. მას მერე, რაც თქვენეული სახელწოდებები მოგივათ აზრად და ჩამოწერთ, თითოეული მათგანი კარგად დაძებნეთ და გამოიკვლიეთ, ვინმეს უკვე ხომ არ აქვს გამოყენებული. 

  1. გატესტეთ თქვენი ბიზნესის სახელი

ისევე, როგორც ყველა სხვა საქმეს, ბიზნესის სახელის დარქმევასაც გატესტვა სჭირდება. სახელის ტესტირება გადამწყვეტია იმისთვის, რომ მიიღოთ გამოხმაურება და შეაფასოთ, რამდენად კარგად იმუშავებს ის რეალურ სამყაროში. A/B ტესტირება კარგი გამოსავალია როგორც ოჯახის წევრებთან, ისე მეგობრებთან და უცნობებთან. A/B ტესტირება არის დარწმუნებული გზა იმის დასადგენად, თუ რა მოეწონებათ მომხმარებლებს ყველაზე მეტად, ან პირიქით. A/B ტესტირება არის ექსპერიმენტი, რომელშიც ცვლადის 2 ან მეტი ვერსია (ანუ თქვენი ბიზნესის სახელის) ნაჩვენებია სხვადასხვა ადამიანზე, რათა დადგინდეს რომელი ვერსიაა საუკეთესო.

Grammarly-იმ გენერაციული AI სისტემა წარადგინა — რა შეუძლია მას?

AI-მ ხელოვნების ნიმუშები გააცოცხლა — „მონა ლიზა“ ტურისტებს ელაპარაკება