in

შენი სახლი არის ადგილი, რომელიც მუდამ გელოდება

რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი, როცა შენი ფანჯრებიდან მზე და ზღვის ტალღები ჩანს, კენჭებით სავსე სანაპირო და ზღვის, ყველასთვის ნაცნობი სურნელი სახლამდე აღწევს? როცა შეგიძლია შენივე სახლიდან ბოტანიკურ ბაღში გადაირბინო, რომელიც 2 წუთის გზაზე გაქვს; მოინახულო იშვიათი და ლამაზი მცენარეები და დატკბე ბუნებით? სახლი ზღვასთან ნამდვილად საუკეთესო რამაა, რაც შეიძლება საკუთარ თავსა და ოჯახს აჩუქოთ.

ბუნების მშვენებებთან ერთად დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორია ჩვენი სახლი, ეზო, სადაც ვცხოვრობთ ან თუნდაც, სეზონურად ჩავდივართ დასასვენებლად. სახლი არის ადგილი, რომელმაც მაქსიმალურად უნდა მოგვანიჭოს კომფორტი, სხვანაირად მისი შეყვარება გაგვიჭირდება. თანამედროვე ეპოქაში ადამიანები იმდენი ტექნოლოგიითა თუ მიდგომით ვართ განებივრებულები, რომ ყველა დეტალს ვაქცევთ ყურადღებას, ამიტომ როდესაც ვიწყებთ იმაზე ფიქრს, თუ სად ვიყიდოთ სახლი, მრავალ საკითხს ვუწვრილმანდებით. 

ხშირია შემთხვევა, როცა ვყიდულობთ უძრავ ქონებას და შემდეგ მოლოდინები არ მართლდება. ბინის შეძენის შემდეგ მისი მოვლა თავიდან ბოლომდე ჩვენი თავსატეხი ხდება და მუდმივად გვჭირდება სხვადასხვა სერვისისთვის სხვადასხვა ადამიანთან დაკავშირება. არადა, სახლი, რომელიც ასეთი ძვირფასია ჩვენთვის, მუდამ მოვლილი უნდა იყოს, ის მუდამ ისე უნდა დაგხვდეს, თითქოს შენ გელოდებოდა და მზად უნდა იყოს შენს მისაღებად. ამის გარდა, ზღვისპირას შეძენილი სახლი ერთგვარი ინვესტიციაც არის, რადგან შესაძლებელია მისი გაქირავება და შემოსავლის მიღება. ის კი მაშინ ფასობს, როცა დამსვენებელს ყველანაირი პირობა აქვს შვებულების სასიამოვნოდ გასატარებლად. სწორედ ასეთი საცხოვრებელი კომპლექსი შენდება ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან ახლოს – „მწვანე კონცხი ბოტანიკო”. 

ამ კომპლექსში სულ 84 ბინაა და ყველა ბინიდან იშლება ზღვის ხედი. სპეციალურად მაცხოვრებლებისთვის შენდება დამატებიში შენობა სავარჯიშო დარბაზით, ღია საცურაო აუზით, რესტორნით და დაცული პარკინგით. 

ამასთან ერთად, კომპლექსში სახლის შეძენის შემდეგ თქვენთვის შესაძლებელი იქნება სხვადასხვა დამატებითი სერვისით სარგებლობა: ბინების დალაგება და დასუფთავება; მებაღეობა და ტერიტორიის გამწვანებაზე ზრუნვა; აუზისა და სავარჯიშო დარბაზის მოვლა; რესტორნის მართვა, ბინების გაქირავება, 24/7 ვირტუალური კონსიერჟი, ტექნიკური დახმარება, CCTV – ტერიტორიის ვიდეო კონტროლი და დაცვა. ამ ყველა სერვისს „სილქ ჰოსფითალითის” გამოცდილი გუნდის წევრები გთავაზობენ, რომელიც „სილქ დეველოპმენტის შვილობილი კომპანიაა და მართავს რადისონების სასტუმროებსა და სპორტულ გამაჯანსაღებელ ცენტრებს საქართველოში.

სილქ ჰოსფითალითი აგარიდებთ იმაზე ფიქრს, თუ ვის ჩააბაროთ თქვენი ბინის გასაღები. ეს არის კომპანია, რომელიც იაზრებს, რომ დღეს, როცა ძალიან რთულია ყველა იმ მოლოდინის გამართლება, რასაც მყიდველი თავიდან ელოდებოდა, მისი როლი და პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გააკეთოს მომხმარებლის კმაყოფილებისთვის. 

„მწვანე კონცხი ბოტანიკო” ისეთ ზონაში მდებარეობს, რომ მცხოვრების სიმშვიდე მაქსიმალურად იყოს დაცული. ამ ადგილას ბევრი მშენებლობა ვერ დაიგეგმება, გამომდინარე მისი მდებარეობიდან, რაც კიდევ ერთ უპირატესობას ანიჭებს მას. ის „სილქ დეველოპმენტისა“ და „ანაგის” ერთობლივი პროექტია, რომლის მშენებლობა 2021 წლიდან დაიწყო და 2022 წლის ბოლოს დასრულდება. ბოტანიკოს მხარდამჭერია საქართველოს ბანკი.

ამ ეტაპზე „ბოტანიკოში” საზაფხულო აქციაა – 10% ფასდაკლება და 10-90% გადახდის პირობა, რაც იმას ნიშნავს, რომ 10% შეგიძლიათ თავიდან გადაიხადოთ, ხოლო დარჩენილი 90% ბინაში გადასვლის დროს. 

საზაფხულო სკოლა „თავისუფალი ბაზრის აკადემია“

რა აბინძურებს ჰაერს და რა რისკებს უქმნის ის ჩვენს ჯანმრთელობას?