15
Jun
2017

სახლი, რომელზეც არ ვზრუნავთ! – Apple-ის საპროტესტო რგოლი გარემოს დაცვაზე

15 Jun 2017

კობი
კობი


სულ ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ამერიკელმა პოლიტიკოსმა გამოთქვა ინიციატივა, შეეწყვიტათ მონაწილეობა პარიზის შეთანხმებაში, კლიმატსა და გარემოზე ზრუნვასთან დაკავშირებით. ამ ფაქტით მთლიანად საზოგადოება და არაერთი დიდი კომპანია შეშფოთდა, მათ მაშინვე შესაბამისი რეაგირებაც მოახდინეს. გამონაკლისი, რა თქმა უნდა, არც Apple-ი იყო. კომპანიამ, ამ თემასთან დაკავშირებით, თავისი გზავნილისა და პოზიციის გასავრცელებლად NBA-ს ფინალური მატჩი გამოიყენა, სპორტული მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს. რაც შეეხება რგოლს, ის, რა თქმა უნდა, გარემოს დაცვასა და მასზე ზრუნვას ეხება. ვიდეოში ჩვეულებრივი ადამიანების მიერ, iPhone-ით გადაღებული ბუნების ამსახველი ულამაზესი კადრებია გამოყენებული, ტექსტი კი, რომელიც მას თან სდევს, კარლ სეიგანის 1994 წელს გამოსული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნის  „მკრთალი ლურჯი წერტილის“ ფრაგმენტებია. ულამაზესი კადრები და საოცრად ემოციური ტექსტი კარგი პასუხია იმ წინდაუხედავ ინიციატივაზე, რაც ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

 

განხილვა