in

„სახლის მცენარეები“ — გამოფენა ადამიანების მიერ გარემოს ათვისების შესახებ


„სახლის მცენარეები“ — ასე ჰქვია ირაკლი ჭრელაშვილისა და დევიდ ფაინშტაინის გამოფენას, რომელსაც 6 აგვისტოს ჩათვლით გორის ხელოვნების სახლში იხილავთ. იგი სწორედ ამ უკანასკნელისა და Dissolution-ის მხარდაჭერით, პროექტ Art House 2022-ის ფარგლებში იქნა წარმოდგენილი.

როგორც ხელოვანები აღნიშნავენ, გამოფენის კონცეფცია ადამიანების მიერ თავისი გარემოს ათვისების ტრადიციას ეხება, რაც ჩვენს ცივილიზაციას არსებობის საწყისებიდან დღემდე მოსდევს… დახვეწილი საცხოვრებელი კონსტრუქციებით, ცხოველების მოშინაურებით თუ
მარცვლეული კულტურების მოყვანის მეშვეობით, ადამიანები ცდილობენ გარემოს
რესტრუქტურიზაციას, მისი აღმშენებლობის პროცესში ჩართვის გზით. ამ გარემოს
ჩამოყალიბების პროცესში კი ბუნებრივია, რომ ნელ-ნელა ბუნებას დავშორდით — თითქოს, იმის მუდმივ სურვილში, რომ რაღაც თავად შეგვექმნა, თუნდაც გარემო პირობებისგან თავის დასაცავად, სრულად დავიწყეთ ბუნებასთან „პირველყოფილი კავშირების დავიწყება“.

ირაკლი და დევიდი ამ იდეის სიმბოლურ ილუსტრაციას ახდენენ, რაშიც ადამიანის ხელით აშენებულ თანამედროვე შენობაში ცოცხალი მარცვლეული კულტურის შეტანა იგულისხმება. ეს არის მარცვლეული, რომელიც ადამიანთა უამრავ თაობას მოჰყავდა და მოჰყავს. გალერეის კედლებზე კი წარმოდგენილია გორის ფასადების ფოტო-პრინტებით შექმნილი 2 მეტრი სიმაღლის და 10 მეტრი სიგრძის კოლაჟი.

21-ე საუკუნეში მრავალ ქვეყანაში კიდევ უფრო იზრდება ურბანიზაციის დონე, ნაკლები
ადამიანია დაკავებული სოფლის მეურნეობით, რაც მარცვლეულის მიწოდების
უზრუნველყოფას უფრო რთულს ხდის. ამიტომ, ხორბალი ერთგვარი პოლიტიკური
პროდუქტიც გახდა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც უკრაინაში ომი დაიწყო, რამაც
მარცვლეულის ნაკლებობა გამოიწვია ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. რასაც,
დეფიციტის თავიდან ასარიდებლად, ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტის აკრძალვა მოყვა.

საგულისხმოა, რომ პროექტი Art House 2022 ხორციელდება გორელ ფოტოგრაფთა კლუბის მიერ, გორის მუნიციპალიტეტის მერიას კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში.


ცოცხალი მუსიკა მთელი ზაფხული – „რადისონ ბლუ ივერიას” საზაფხულო პროგრამა ქალაქის ცენტრში

დააზღვიე და დაისვენე! – ალდაგის საზაფხულო კამპანია