19
მაი
2017

სახლობანა და ვარდისფერი კაბა “აუცილებელია” პატარა გოგონასთვის – სადაზღვევო კომპანიის მუსიკალური რგოლი სტერეოტიპებზე

19 მაი 2017

სამწუხაროდ, აქამდე ყველა ქალბატონისთვის ჯერ კიდევ მცირე ასაკიდან მოყოლებული, დაუწერელი, მაგრამ აუცილებელი კანონები თუ წესები მოქმედებდა. სადაზღვევო კომპანია Income-მა, სპეციალურად ამ საკითხთან დაკავშირებით, მუსიკალური სარეკლამო ვიდეორგოლი შექმნა. როდესაც 5 წლის ხარ, აუცილებლად ვარდისფერი კაბა უნდა გეცვას და სკამზე ჯდომისას მუხლები შეერთებული უნდა გქონდეს, ბიჭურ თამაშებს არ უნდა გაეკარო და სახლობანათი უნდა შეიქციო თავი, თან აუცილებლად დედის ან ცოლის როლი უნდა მოირგო. ათის რო გახდები, ტელევიზორში ფეხბურთის ყურების ნაცვლად, ჭურჭელი უნდა რეცხო და ამშრალო. 20 წლის ასაკში, ფორმას დიდი ყურადღება უნდა მიაქციო, ცოტა ჭამო და ნაკლებად გამომწვევად ჩაიცვა. შემდეგ მოდის ის ასაკი, როდესაც აუცილებლად გათხოვებასა და კარგ მეუღლეზე უნდა იფიქრო. გათხოვების შემდეგ, აუცილებელია ბავშვები და სახლის საქმეები, სამსახური გათხოვილი ქალისთვის საერთოდ არ არის საჭირო. თუმცა, დრო გადის და საბედნიეროდ ამ შემზარავი სტერეოტიპების შეცვლაზე მუშაობენ. ახლა ის დედები, რომლებმაც მსგავსი ზეწოლა განიცადეს, ყველანაირად ცდილობენ მათ შვილებს არჩევანის თავისუფლება მისცენ.

mBank

 

განხილვა