in

სახლში ვარჯიში VS დარბაზში ვარჯიში – რა დადებითი და უარყოფითი მახასიათებლები აქვს თითოეულს?

ბევრი ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ვარჯიშის დაწყებას გადაწყვეტს, თუმცა კი, ამავდროულად, ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინაშე დგება: სახლში ვარჯიში თუ დარბაზში სიარული? ადამიანები თავიანთ რუტინას თავად ირჩევენ იმის ფონზე, თუ რომელი ვარიანტი აწყობთ. რეალურად, ორივე მათგანს აქვს უპირატესი მხარე და ამ სტატიაში გადავწყვიტეთ, სწორედ მათზე მოგითხროთ.

შინ ვარჯიშის მომხრეები ამბობენ, რომ მათ ნაკლები საბაბი აქვთ საიმისოდ, რომ ვარჯიში გამოტოვონ და რომ ისინი ზოგავენ ფულს. შედეგად ისინი ყიდულობენ სახლის სავარჯიშო აღჭურვილობას. მეორე მხრივ, სავარჯიშო დარბაზის მომხრეები აღნიშნავენ, რომ მათ აქვთ ტექნიკის მრავალფეროვნება, ჰყავთ ტრენერები და ჯგუფები, რაშიც ისინი ფულს იხდიან.

იმისთვის, რომ გადაწყვეტილება გაგიადვილდეთ, ჩვენ ჩამოვწერეთ ის უპირატესობები, რომლებიც სახლში თუ დარბაზში ვარჯიშს გააჩნია:

სახლში ვარჯიშისას: არ გაქვთ მიზეზი საიმისოდ, რომ ვარჯიში გამოტოვოთ. თუკი, მით უმეტეს, სახლში სავარჯიშო აღჭურვილობა გაქვთ, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ, ივარჯიშოთ. შესაბამისად, თქვენ არ მოგიწევთ, აეწყოთ დარბაზის გრაფიკზე. ამ შემთხვევაში, გაქვთ საშუალება, თქვენი გრაფიკი ჩამოიყალიბოთ, ან უბრალოდ უგრაფიკოდ, თქვენი სურვილის შესაბამისად ივარჯიშოთ – დღე იქნება თუ ღამე, როგორც მოგიხერხდებათ.

დარბაზში ვარჯიშისას: ოდესმე ვარჯიშისთვის მოტივაციის ნაკლებობა გიგრძვნიათ? თუმცა კი, როცა დარბაზში მისულხართ მოტივაცია მალევე მოსულა? ეს იმიტომ, რომ დარბაზში ყოფნა ამაღლებს ვარჯიშის მოტივაციას. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ სხვები ვარჯიშობენ, თავადაც გვექმნება სავარჯიშო განწყობა. ამიტომაც, მარტო ვარჯიშისგან განსხვავებით, დარბაზი უფრო მეტ მოტივაციას გვაძლევს.

სახლში ვარჯიშისას: გვეზოგება თანხები – სავარჯიშო დარბაზში სიარული ხომ გარკვეულ თანხებთანაა დაკავშირებული. სახლში ვარჯიშის შედეგად კი თქვენ არ იხდით ყოველთვიურ გადასახადს და შეგიძლიათ, თანხა თუნდაც იმ აღჭურვილობისთვის გადაინახოთ, რომელიც მუდამ თქვენ დაგრჩებათ.

დარბაზში ვარჯიშისას: სავარჯიშო დარბაზში წევრობის საფასურის გადახდა ნიშნავს, რომ თქვენ გაქვთ წვდომა ფიტნეს მოწყობილობებზე, კლასებსა და მოტივაციაზე, რაც არ გექნებოდათ სახლში. თქვენი არჩეული დაწესებულების კომფორტის გათვალისწინებით, თქვენ შეძლებთ გამოიყენოთ დახურული ტერასა, ფიტნეს მოწყობილობები, აუზი, ორთქლის ოთახი, ჯგუფური კლასები და პირადი ტრენერი და ა.შ. ეს გაძლევთ უამრავ შესაძლებლობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ისეთი ადამიანი ხართ, ვინც მოტივაციის შენარჩუნებას საჭიროებს.

სახლში ვარჯიშისას: გაქვთ პირადი სივრცე. აღიარეთ, ხანდახან ხომ თავს საკუთარ თავთანაც კი უხერხულად გრძნობთ, როცა რაიმე მოძრაობა არ გამოგდით და ეცემით. არსებობს ვარჯიშები, რომელთა რამდენჯერმე გამეორებაა საჭირო იმისთვის, რომ სწორად გამოგვივიდეს. ხოლო როდესაც ამ დროს ხალხი გვიყურებს, შესაძლოა, თავი არც თუ ისე კომფორტულად ვიგრძნოთ საზოგადოებრივ სივრცეში. სახლში ვარჯიშისას კი შეგიძლიათ ჩართოთ თქვენი საყვარელი მუსიკა და აკეთოთ ვარჯიშები ისე, რომ ვერავინ გაიგებს, არასწორად ვარჯიშობთ, სვლას ტოვებთ თუ ა.შ

დარბაზში ვარჯიშისას: სპორტული დარბაზები შესანიშნავი ადგილებია მოაზროვნე ადამიანებთან შესახვედრად. ხშირად, ვარჯიშით გამოწვეული მეგობრობა მყარ ურთიერთობებად ყალიბდება ხოლმე. ვერაფერი აღძრავს მოტივაციას ისე, როგორც ჯგუფური ფიტნეს კლასის მუსიკა და გარშემო თანამოაზრეების ყოლა. იმის დანახვა, რომ სხვები მუშაობენ, ისევე იბრძვიან, როგორც თქვენ, შეიძლება იყოს ის მოტივაცია, რაც თქვენ გჭირდებათ იმისთვის, რომ გაცილებით ძლიერად და მონდომებით ივარჯიშოთ.

რომ შევაჯამოთ, როგორც მაღლა აღვნიშნეთ, დარბაზში სიარულსაც თავისი დადებითი მხარეები აქვს და სახლში, მარტო ვარჯიშსაც. თუკი ერთ შემთხვევაში ვხარჯავთ მატერიალურ რესურსს, სამაგიეროდ, ვიღებთ სოციალურ გარემოს, ახალ ნაცნობებს, აღჭურვილობას და ა.შ სახლში ვარჯიშით კი არ ირღვევა ჩვენი პირადი სივრცე, უფრო გაბედულები ვართ და მაშინ ვვარჯიშობთ, როცა გვინდა. მით უმეტეს, რომ დღესდღეობით სახლში ვარჯიში კიდევ უფრო გამარტივდა სხვადასხვა ფიტნეს აპლიკაციების საშუალებით. ამის კარგი მაგალითია Liffit – აპლიკაცია, რომელიც მომხმარებლებს სავარჯიშო პროგრამებს სთავაზობს.

„მიიღე მეტი შენი დღისგან“ – მეამა ქუთაისშია

19 მაისიდან ლუკა ლასარის (ლასარეიშვილი) პერსონალური გამოფენა „81/21“ გაიმართება