16
ივნ
2017

სახსრების ტკივილით შეწუხებული ფრანკენშტეინი – ტკივილგამაყუჩებლის პრინტ კამპანია

16 ივნ 2017

მაქცია, მუმია და ფრანკენშტეინი, – ამ პერსონაჟებს ფილმებიდან, სერიალებიდან თუ სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის წიგნებიდან ბევრი იცნობთ, მაგრამ ალბათ არსად არის ნახსენები ის, რომ მათაც კი აწუხებდათ სახსრების, ან თუნდაც თავის ტკივილი. სამაგიეროდ, ტკივილგამაყუჩებელი Dominal-ისთვის მოფიქრებული პრინტ კამპანია ამ ფაქტს ნამდვილად ადასტურებს. ეფექტური პოსტერების შექმნაზე, რომლებზეც ეს უჩვეულო გმირები არიან გამოსახული, სააგენტო Etorres Advertising-მა იმუშავა და უნდა აღინიშნოს, რომ ნამდვილად კარგად მოახერხა ფრანკენშტეინისთვის აუტკივარი თავის ატკივება.

mBank

განხილვა