in

როცა ყოველდღიური საუბარი სცენაზე გამოსვლასავით სტრესულია… – BBDO-ს ნამუშევარი

სამეტყველო ტემპის დარღვევა ადამიანებისთვის რთული გამოწვევაა. ზოგჯერ, უბრალო, ყოველდღიური საუბარიც კი ისეთივე სტრესულია, როგორც დიდი აუდიტორიის წინაშე გამოსვლა. ამ პრობლემის მიმართ ცნობიერების ასამაღლებლად, BBDO-მ, ასოციაცია SAY-სთან ერთად, კამპანია შექმნა, რომლის შთაგონება სააგენტოს ქოფირაითერის აარონ მარშალის ამბავს უკავშირდება. როდესაც აარონი BBDO, NY-ში უმცროსი კოპირაიტერის პოზიციაზე მივიდა, სააგენტოს კრეატივ დირექტორმა დევიდ ლუბარსმა ინტერესების შესახებ ჰკითხა. მარშალმა განუმარტა, რომ ენის ბორძიკი სჩვეოდა, რამაც დიდი გავლენა იქონია რეკლამისადმი მის მიდგომაზე. მისი თქმით, ამ პრობლემის გამო, ზოგჯერ რესტორანში კერძი, რომლის ჭამაც არ სურდა, მხოლოდ მარტივად გამოსათქმელი დასახელების გამო შეუკვეთავს. კამპანია In the Spotlight გვაცნობს ახალგაზრდებს, რომლებსაც მარტივი კითხვის დასმაც კი დიდ ძალისხმევად უჯდებათ. მარშალის აზრით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს ეს და თანაგრძნობით ეკიდებოდეს.

KOSKA32-ის Flowing Subconscious – გრაფიტიდან ფერწერულ ტილოებამდე

„მსოფლიოში „ქინდერბუბუს“ თაობებს შევქმნით! „ჰარი პოტერის“ თაობების მსგავსად“ – ფოტო-პერსონიფიცირებული წიგნების სტარტაპი