in

Facebook-ის ახალი რეკლამა “Wieden+Kennedy”-ს შესრულებით

მობილური აპლიკაციების რიცხვი მატულობს, შესაბამისად,  ნებისმიერ ახალ აპლიკაციას სწორი სარეკლამო კამპანია ესაჭიროება.

BOG

სარეკლამო სააგენტო “Wieden+Kennedy”-მ Facebook-ის რომანტიული ვიდეო წარმოადგინა. ნახევარწუთიანი ვიდეო შეყვარებულების ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც Messenger-ის საშუალებით ერთმანეთს ტექსტური შეტყობინების გარდა ვიდეოებს, ფოტოებს და ხმოვამ მესიჯს უგზავნიან.

“ვახშმის დაგეგმიდან სიყვარულის ახსნამდე ყველაფერი Messenger-ის დახმარებით შეიძლება გააკეთოთ. სადაც ტექსტი ზედმეტია, შეგიძლიათ ფოტოთი ან ვიდეოთი ჩაანაცვლოთ. ეს ყველაფერი კონტაქტს ამარტივებს და ჩვენი შექმნილი რეკლამაც სწორედ ამ ინფორმაციის გავრცელებისთვის გავაკეთეთ”  – “W+K”-ს კრეატორები.

სარეკლამო კამპანია ლოს-ანჯელესსა და ჩიკაგოში გაუშვეს. ნოემბრის თვიდან მას სხვა ქალაქები და გარე რეკლამაც შეუერთდება.

http://youtu.be/hMJvw-RfTEI

f1

f3

f4

“Leica”-ს ახალი რეკლამა და “საუკუნის ფოტოების” ახალი სიცოცხლე

რას მალავენ ლოგოტიპები?