ხშირად ყვავილები ჩვენი ცხოვრების ემოციურ მომენტებს ახლავს თან, თითქოს რაღაცის აღმნიშვნელია ეს თაიგულები… უფრო მეტად კი სადღესასწაულო მომენტებში გვხვდება, მაგრამ იგი კვლავ ინარჩუნებს თავის სიმბოლიკას ადამიანის სიცოცხლეში თუ მის შემდეგ. ცოტა უცნაურად შეიძლება მოგეჩვენოთ, მაგრამ Interflora-მ, რომელსაც ყვავილების მიწოდების 100-წლიან ისტორიაზე მეტი დაუგროვდა, გადაწყვიტა 60-წამიან ფილმში ცხოვრების მრავალფეროვნებასთან ერთად, მისი რთული მხარეებიც ჩაატიოს. შესაბამისად, აქ ბედნიერების მომენტებიდან გლოვამდე ყველაფერია ასახული, ოჯახური კავშირები, რომელიც ბევრ გულისტკივილსა თუ შერიგებას უკავშირდება…
„ჩვენი 100 წლის ბრენდი მომხმარებლებისთვის კვლავ რელევანტური და საყვარელი რომ ყოფილიყო, ცვლილება გვჭირდებოდა. მას შემდეგ, რაც მკაფიოდ მივიღეთ ბრენდის გამოწვევა და მასთან გამკლავების გზაც შევიმუშავეთ, ვიცოდით, რომ გვჭირდებოდა შემოქმედებითი პარტნიორი, რომელსაც Interflora-ს მიზანი ესმოდა. საბოლოოდ Calling-ამდე მივედით, რომელმაც ნამდვილად გვაჩვენა რაღაცები ახლებურად“, — აცხადებს კაროლინ ადამსი, Interflora-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი.
ახლებურია თუნდაც მათი მიდგომა, „თქვან მეტი“ ყვავილებით ცხოვრების ყველაზე რთულ და ამაღელვებელ მომენტებში…
„დღეს ტექნოლოგიებმა და სოციალურმა მედია პლატფორმებმა კომუნიკაციის პარადოქსი შემოგვთავაზა, არასდროს ვყოფილვართ ასე დაკავშირებული, ასე პირისპირ მზარდი მენტალური ჯანმრთელობისა თუ მარტოობის ეპიდემიის წინაშე, არასდროს გვიგრძნია თავი ასე მარტოდ… Say More კი შეგვახსენებს იმას, რაც მოწონებებისა თუ კლიკების მიღმაა, რომ ძლიერი საჭიროება გვაქვს, დავუკავშირდეთ ერთმანეთს ადამიანურ დონეზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ კომუნიკაციას მართლაც აქვს აზრი. ჩვენ ამაყები და მადლიერები ვართ საკულტო ბრენდ Interflora-სთან თანამშრომლობით“, — აცხადებს კოშ ტენსერი, Calling-ის შემოქმედებითი ხელმძღვანელი.
პროექტი Somesuch-თან თანამშრომლობასაც მოიცავდა… თუმცა ჩვენ მხოლოდ სატელევიზიო რეკლამაზე არ ვსაუბრობთ, Interflora-ს გზავნილები ბილბორდებზეც არის ასახული: