in

კლუბი KHIDI ზრუნავს გარემოზე და უერთდება კამპანიას #შეამცირეპლასტმასა

დაახლოებით ერთი თვის წინ, გარემოს პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ, CENN-მა USAID–ის მხარდაჭერით, მასშტაბური კამპანია #შეამცირეპლასტმასა წამოიწყო. კამპანიას აქტიურად შეუერთდა ყველასთვის კარგად ნაცნობი კლუბი KHIDI, რომელიც პლასტმასის ნივთების ეტაპობრივად ამოღებას იწყებს. პირველ ჯერზე, ეს შეეხება საწრუპებს და როგორც KHIDI-ს წარმომადგენელმა, სოფო ებრალიძემ გვითხრა, შემდგომში, კლუბში პლასტმასის ჭიქების ჩანაცვლებაც იგეგმება. 

ამ ინიციატივის გარდა, კლუბმა, ნარჩენების მართვის პროგრამასთან თანამშრომლობით და მისი მხარდაჭერით, პლასტმასის და ალუმინის დახარისხებაც დაიწყო.

“ჩვენს ეზოში „ჰაერი” უკვე განთავსებულია ურნები, სადაც შესაძლებელია ნარჩენების დახარისხება. გარემოს დაცვის კუთხით, ჩვენ რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ. შარშან გავაკეთეთ მეტალ კონცერტი, სლოგანით „უსმინე, მაგრამ არ ისუნთქო მეტალი”, სადაც მსმენელებს ვადაგასული ელემენტების მოტანა და სპეციალურ ყუთში მოთავსება ვთხოვეთ. შემდეგ ჩვენ შეგროვებული ელემენტები გადავეცით სპეციალურ კომპანიას. ასევე, ზაფხულში, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გავაკეთეთ ივენთი, „ხიდის ჭალები”, სადაც ბილეთის ყიდვის ნაცვლად, მსმენელი ხეს ყიდულობდა. სწორედ ამ დღეს ერთობლივი ძალებით თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხიდის ჭალებში დავრგეთ ნერგები. ეს ივენთი ერთჯერადი არ არის – იგი ყოველწლიურ სახეს მიიღებს. 

გარემოზე ზრუნვა ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა და არა – კეთილი სურვილი. იმისთვის, რომ ვიყოთ დაცული, აუცილებელია, თავად დავიცვათ ის გარემო, სადაც ვცხოვრობთ. ასე რომ, საჭიროა, ჩვენივე კეთილდღეობისთვის ბუნებასთან გავაბათ ხიდები,” – სოფო ებრალიძე. 

აქვე გეტყვით, რომ სწორედ ამ კამპანიის ფარგლებში აქტიურად ერთვებიან ცნობილი ჟურნალისტები და მსახიობები, CENN-ის პარტნიორი ორგანიზაციები, სკოლები, ეკო-კლუბები, აქტიური ახალგაზრდები, ბარები, კლუბები  და სხვა დაწესებულებები თუ დაინტერესებული პირები.

კამპანია გალერია თბილისისა და თბილისი მოლის სავაჭრო ცენტრებში ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი 48 კონცეპტუალური პოსტერის გამოფენით დაიწყო, რომლებიც Cannes Lions საქართველოს კონკურსის ფარგლებში მომზადდა. საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, რამდენიმე კვირის განმავლობაში პოსტერების საშუალებით გაცნობოდა იმ მთავარ მესიჯებს, რომელთა გათვალისწინებაც გარემოს შენარჩუნებისთვის აუცილებელი წინაპირობაა.

პოსტერების გამოფენას კი სხვადასხვა ცნობილი ადამიანის კამპანიაში საჯაროდ ჩართვა მოჰყვა, რომლებიც აქტიურად მოუწოდებენ საზოგადოებას ყოველდღიური ხმარებიდან ამოიღონ პლასტმასის ნივთები და ისინი ალტერნატიული მრავალჯერადი მოხმარების პროდუქტით ჩაანაცვლონ.

კამპანია საჭიროსთან ერთად სახალისოც აღმოჩნდა – CENN-ის ფეისბუკ გვერდზე სოციალური ქსელის მომხმარებლებს საშუალება აქვთ პასუხი გასცენ დრო და დრო დასმულ შეკითხვებს და გახდნენ USAID/CENN პროგრამის სასაჩუქრე ნაკრების მფლობელები.

სწორედ სოციალური ქსელის საშუალებითვე ჩვენთვის ეტაპობრივად ცნობილი ხდება, თუ რომელი დაწესებულებები იღებენ ხმარებიდან პლასტმასის ნივთებს. უნდა ითქვას, რომ უკვე საკმაოდ ბევრი სკოლა, ბრენდი თუ გასართობი დაწესებულება შეუერთდა ამ კამპანიას და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებაში ისინი უკვე აქტიურ როლს თამაშობენ.

[R]

„ეს უნდა გამოცადო“ – სილქნეტი მთელი ქვეყნის მასშტაბით ახალ სარეკლამო კამპანიას იწყებს

როგორ ჩაიარა ნამდვილმა შავმა პარასკევმა ატელიე აუთლეტში?