ავსტრალიაში ახალი კამპანია Yes-ისთვის, რომელიც ქორწინების თავისუფლების მხარდასაჭერად ხორციელდება, Coca-Cola-მ თავისი შეფუთვა შეცვალა. კომპანია საკუთარ პოზიციას ოფიციალურ ვებგვერდზე ავრცელებს და აცხადებს, რომ Coca-Cola-ს ყოველთვის სჯეროდა იმ არაჩვეულებრივი ძალის, რომელიც სიყვარულს გააჩნია და რომლითაც ის ადამიანებს ერთმანეთთან ასე მჭიდროდ აკავშირებს. ამასთან, იმასაც უსვამს ხაზს, რომ მთავარია თითოეული ადამიანის ბედნიერება და მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვის გვერდით მოხდება ეს. ასე რომ, ბრენდმა გადაწყვიტა თავისი შეფუთვით გამოეხატა პოზიცია და სააგენტო Ogilvy-ს დახმარებით, იდეა მშვენივრად განახორციელა. მართალია, ბრენდი თავადვე აცნობიერებს, რომ საზოგადოებაში მისმა აქტივობამ და პოზიციამ შესაძლოა არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვიოს, თუმცა იმედოვნებს, რომ თითოეული ადამიანი მაინც პატივისცემით მოეკიდება განსხვავებულ შეხედულებას.













