in

საყოფაცხოვრებო აეროზოლები უფრო მეტ მავნე ქიმიკატს გამოყოფს, ვიდრე დიდი ბრიტანეთის ყველა მანქანა!

მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში 25 მილიარდზე მეტიაეროზოლის ქილას მოვიხმართ

ალბათ, სახლის დასუფთავების საშუალებები ყველა ჩვენგანის განუყოფელი ნაწილია, დაწყებული ფანჯრების საწმენდიდან, დასრულებული აეროზოლებით. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ის, რაც სახლის სუფთად შენარჩუნებაში გვეხმარება, არც ისე უსაფრთხოა ჩვენთვის. ახალი კვლევის თანახმად, საყოფაცხოვრებო აეროზოლები უფრო მეტ მავნე აქროლად ორგანულ ნაერთს (VOC) გამოყოფს, ვიდრე გაერთიანებული სამეფოს ყველა მანქანა. 

M2
M2

იორკის უნივერსიტეტისა და ატმოსფერული მეცნიერების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ ცხადყო, რომ სურათი საზიანოა გლობალურად – მსოფლიოს მასშტაბით წელიწადში 25 მილიარდზე მეტი აეროზოლის ქილა გამოიყენება. ეს კი, თავის მხრივ, ყოველწლიურად ჰაერის 1.3 მილიონ ტონაზე მეტი VOC-ით დაბინძურებას გულისხმობს. 

კომპრესირებულ აეროზოლებში გამოყენებული ქიმიკატების უმეტესობა აქროლადი ორგანული ნაერთებია, რომელიც მანქანებისა და საწვავისგან გამოიყოფა. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც საერთაშორისო პოლიტიკის ძირითადი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული, არავინ გეგმავდა გლობალური მოხმარების ასეთ მასშტაბურ ზრდას. 

როგორც აღმოჩნდა, მზის შუქის არსებობისას, VOC მეორე დამაბინძურებელს – აზოტის ოქსიდებს ერწყმის და ეს ფოტოქიმიურ სმოგს იწვევს, რაც ადამიანისა თუ მცენარეების ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საზიანოა. 

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ საშუალო შემოსავლიან ქვეყნებში წელიწადში ერთი ადამიანი საშუალოდ 10 ქილა აეროზოლს მოიხმარს. ამის პარალელურად კი, უკანასკნელ წლებში, კონტროლის საშუალებით, მკვეთრად შემცირდა მანქანის გამონაბოლქვი.

მსგავსი სურათიდან გამომდინარე, მოხსენების ავტორები საერთაშორისო პოლიტიკოსებს მოუწოდებენ, კომპრესირებულ აეროზოლებში VOC-ის გამოყენება შეამცირონ. ამისათვის ისინი რამდენიმე ვარიანტსაც კი განიხილავენ – იქნება ეს აზოტის ნაკლებად მავნე ნივთიერების გამოყენება თუ პროდუქტების არააეროზული ვერსიების შემოთავაზება. 

“პრაქტიკულად ყველა აეროზოლის სახით წარმოდგენილი სამომხმარებლო პროდუქტის მიწოდებაა შესაძლებელი არააეროზული ფორმით. მაგალითად, მშრალი ან ბურთულიანი დეოდორანტების სახით. დაგვერწმუნეთ, მცირე ცვლილებების შეტანამ, შესაძლოა, დიდი გავლენა იქონიოს ჰაერის დაბინძურების დონეზე და შესაბამისად, ნაკლებად საზიანო იყოს ჩვენი ჯანმრთელობისთვის”– განმარტავს ქიმიის დეპარტამენტისა და ატმოსფერული მეცნიერების ეროვნული ცენტრის დირექტორი, ალასტერ ლუისი. 

მოხსენებაში ნათქვამია, რომ უკვე არსებობს არააეროზული ალტერნატივები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია თხევადი ან მყარი ფორმით – მაგალითად, ბურთულიანი დეოდორანტი, თმის გელი, ავეჯის გასაპრიალებელი საშუალება, კანის ლოსიონი და ოთახისათვის სურნელისთვის განკუთვნილი აეროზოლი. 

ამასთან ერთად, კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ აეროზოლების მუდმივი გამოყენება, როდესაც მისი ალტერნატივები არსებობს, ხშირად წარსული მომხმარებლების ჩვევებიდან გამომდინარეობს. 

უანგაროდ გაცემა ადვილია, როდესაც გიყვარს

სამხრეთ აფრიკის უდაბნოში ჩვენი წინაპრები 1.8 მილიონი წლის წინ დასახლდნენ!