„აქციე სურვილები მიზნებად“ — ევოლუშენმა, ზაფხულში დასაქმების წასახალისებლად, ახალი კამპანია დაიწყო. თითოეულ ადამიანს, რომელიც 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით დაიწყებს მუშაობას თამაშის წარმდგენისა თუ ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე, დამატებით ეძლევა შანსი, ჩაერთოს გათამაშებაში და მოიგოს — iphone 13, Instax Mini ან AirPods .
ამას გარდა, ევოლუშენის საზაფხულო შეთავაზება თავის მოვლისა და დეკორატიული კოსმეტიკის ბრენდ „ეივონთან“ თანამშრომლობით, ყველა დასაქმებულისათვის განსაკუთრებულ საჩუქარს მოიცავს. იმისათვის, რომ თანამშრომლებს გაუმარტივდეთ სამსახურის დაწყება, რომელიც კამერასთან ურთიერთობას მოიცავს, კომპანია ახალმოსულებს მთელი ზაფხულის განმავლობაში ყველა იმ საჭირო ნივთისგან შემდგარ სტარტერ ბოქსს ჩუქნის, რაც სამუშაოს შესრულებაში აუცილებლად დაეხმარებათ.
„ამ კამპანიის მთავარი მიზანია, წაახალისოს ის ახალგაზრდები, რომელთაც ზაფხულის უქმად გატარება არ უნდათ — მათ სურთ, სურვილები მიზნებად აქციონ და ახალ სამსახურთან ერთად, სასურველი ნივთების მიღების შანსი ჰქონდეთ. ამასთან, მიუხედავად იმისა, აღმოჩნდებით თუ არა იღბლიან სამეულში, თითოეული დასაქმებული განსაკუთრებულ საჩუქარს, ეივონთან ერთად, სპეციალურად ევოლუშენისათვის შექმნილ სილამაზის ბოქსს მაინც მიიღებს“, — აღნიშნავს ქეთევან ჯაფარიძე, ევოლუშენის ტალანტების მოზიდვის მენეჯერი.
გათამაშებაში ჩართვა შესაძლებელია 31 აგვისტომდე.
გათამაშების პირობები შემდეგია :
- გათამაშებაში ავტომატურად ერთვება ყველა ის პირი, ვინც 1 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში დასაქმდება თამაშის წარმდგენის ან ბანქოს მჩეხავის პოზიციაზე
- მნიშვნელობა არ აქვს როდის არის გამოგზავნილი განაცხადი, მთავარია სამსახურში აყვანის თარიღი ემთხვეოდეს აღნიშნულ პერიოდს — 1 ივნისიდან 30 აგვისტოს ჩათვლით.
- განაცხადის შევსება შესაძლებელია შემდეგ ბმულზე.
- კამპანიის დასრულების შემდეგ შემთხვევითობის პრინციპით გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
- საჩუქრები, რომლებიც გადაეცემათ გამარჯვებულებს: iphone 13, Instax Mini და AirPods .
„აქციე სურვილები მიზნებად, გადადგი პირველი ნაბიჯი და შეავსე განაცხადი ვებგვერდზე“.
[პარტნიორის კონტენტი]