in

სადაზღვევო კომპანია პრაიმი სრულად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, COVID-19 – ის ვირუსის პრევენციის მიზნით, სადაზღვევო კომპანია პრაიმი სრულად გადავიდა დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე. თანამშრომელთა უსაფრთხოების მიზნით, კომპანიამ შეზღუდა მომხმარებლებთან  საქმიანი შეხვედრები, სამივლინებო და გასვლითი ღონისძიებები. თანამშრომლები დღეიდან დისტანციურად იმუშავებენ.

„ჩვენ გავითვალისწინეთ კორონავირუსის შემთხვევების ზრდადი სტატისტიკა და მთავარ პრიორიტეტად განვსაზღვრეთ როგორც თანამშრომლების, ასევე, მომხმარებლების ჯანმრთელობის, უსაფრთხოების დაცვა და სრულად გადავედით დისტანციურ მომსახურებაზე. მიუხედავად ამისა, დაზღვეულები ყველა სერვისს შეუფერხებლად მიიღებენ,“ – განაცხადა პრაიმის გენერალური დირექტორის მოადგილემ  ზურაბ შავლაყაძემ.

 

[R]

როგორ შეინარჩუნოთ ფსიქიკური კეთილდღეობა, თუკი თქვენც და თქვენი მეუღლეც სახლიდან მუშაობთ?

პლუსები და მინუსები დისტანციური მუშაობისას – ერეკლე ინაშვილი