დღეს დახურული თეატრების, გალერეების, შეჩერებული კონცერტების, დაკეტილი წიგნის მაღაზიების, უამრავი გაუქმებული ღონისძიების გამო, ქართველი ხელოვანები ძალიან მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ. არტარეა, მეგობართა ჯგუფთან ერთად იწყებს მოძრაობას #საზოგადოებაარტისტებისთვის, რომლის მეშვეობითაც შეიქმნება კოვიდ სტიპენდიის პრეცედენტი და მოხდება ხელოვანებისთვის თანხების მობილიზება. ყველა ხელოვანს, რომელიც პანდემიის პერიოდში საარსებო წყაროს გარეშე დარჩა, ეძლევა შესაძლებლობა დარეგისტრირდეს საიტზე: www.geoartists.ge.
საზოგადოებას კი არტარეა მიმართავს თხოვნით – დაუდგეს გვერდში, რათა ერთად შეძლონ გადაარჩინონ ადამიანები, რომლებიც ქართულ კულტურას ქმნიან.
27 დეკემბერს კი 22:00 სთ-ზე არტარეასა და სხვა მრავალ პლატფორმაზე იქნება ლაივ კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 50-ზე მეტი მუსიკოსი, ასევე, ლაივის განმავლობაში სხვადასხვა მხატვარი თუ მწერალი გააკეთებს მიმართვებს და ისინი საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ გვერდში დგომისკენ.
#GE69TB7238336020100003
#კულტურაჩვენსხელშია
#საზოგადოებაარტისტებისთვის
#არტარეა