in

საქართველოს მოქალაქეების აზრით, ადამიანის უფლებები დაცულია – საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები

  • თქვენი აზრით, რომელი უფლება ირღვევა ყველაზე მეტად საქართველოში?
  • ფიქრობთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები საიმედოდ დაცულია თუ თავად გიწევთ ამაზე ზრუნვა?
  • არ დაგჭირვებიათ სასამართლოს დახმარება და არც იცით როგორ მიმართოთ ?

ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩატარდა, რომელმაც გამოავლინა მოსახლეობის გათვითცნობიერებულობა და აღქმა ადამიანის უფლებების და მართლმსაჯულების ხელმისაწავდომობის მიმართ.

2016 წლის სექტემბრიდან 2017 წლის თებერვლის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით ჩატარებულმა რაოდენობრივმა და თვისებრივმა კვლევებმა საინტერესო შედეგი აჩვენა.

გთავაზობთ მნიშნელოვან საკითხების შესახებ კვლევის შედეგების ილუსტრაციას ფაქტოგრაფების სახით.

  • გამოკითხული მოსახლეობის ცალსახა აზრია, რომ ქვეყანაში ყველაზე ხშირად შრომითი უფლებები ირღვევა – ასე ფიქრობს მათი 27%. ამ მხრივ ყველაზე რადიკალური პოზიციით თბილისი გამოირჩევა (36%).

  • გამოკითხულთა ნახევარი შიშობს, რომ ქვეყანაში პერსონალური მონაცემები დაუცველია უკანონო შეგროვების, შენახვისა და გასაჯაროებისგან (47%-48%).

  • საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიღების მთავარი წყარო ტელევიზიაა (84%).

  • გამოკითხულთა 66%-მა არ იცის პროცედურა, როგორ მიმართოს სასამართლოს.

  • გამოკითხული მოსახლეობა დღეს ადამიანის უფლებებს აღიქვამს უფრო დაცულად, ვიდრე 5 წლის წინ და კიდევ უფრო დაცულად, ვიდრე 10 წლის წინ. ამჟამად მათი 2/3 (64%) ქვეყანაში ადამიანის უფლებებს სრულად ან მეტ-ნაკლებად დაცულს უწოდებს.

[R]

ალკოჰოლზე დამოკიდებულების უარყოფითი გავლენა, რომელიც მთელ ოჯახს აზიანებს!

10 ყოველდღიური ქმედება, რომელიც დიდ წარმატებამდე მიგვიყვანს